„პატრიოტიზმთან დაკავშირებით შეკითხვას ავერიდე, რუსთავი2-მა დამისვა შეკითხვა, მათი მიძანი ის კი არ იყო რომ პატრიოტიზმის განმარტება უნდოდათ, ცდილობენ ახლა როგორმე რომ არის ივანიშვილი და არის სააკაშვილი, რომ როგორმე ეს სიბრტყე გადმოიტანონ... ნახეთ როგორი ტელევიზიაა, მეორე კითხვა იყო თუ გაიმარჯვებს ნაციონალური მოძრაობა, გაუფორმებთ თუ არა ყველაფერს არეულობის და რევოლუციის გარეშე, მე ვეუბნებოდი რომ ვერ გაიმარჯვებს, ცდილობდნენ რომ მეთქვა, რომ მერე ეს ამოეჭრათ... ჩადებული აქვთ თავში და კითხვასაც ამისდა მიხედვით გისვამენ. თუმცა პასუხი ვერ მიიღო, სხვათა შორის იმას გავუსვამდი ხაზს, რომ რუსთავი 2 აღარ მოდის ჩემთან შეკითხვებით იმიტომ, რომ ნახა, რომ მე ეგენი შევიცანი. ისეთ კითხვებს მისვამენ, რომ ინტრიგნული სათაურები გამოიტანონ და კარგად ვპასუხობ. ჩამჭრელი კითხვებიც არ აქვთ, რაც მათ ეგონათ. მოწვევა ვთხოვე - ვერ მიმიწვიეს, ვერ გაბედეს, რაღაც მიბლანდეს-მობლანდეს. არც ერთ ჩემს შეხვედრაზე არ მოდიან. გარეთ სწორედ რუსთავი2-მა დამისვა კითხვა, რომ მიშა უფრო პატრიოტია თუ თქვენო. პატრიოტიზმი სამშობლოს სიყვარულია და ამ სიყვარულში გაჯიბრება არასწორია, მხეცსაც უყვარს თავისი ბუნაგი. სიყვარულით ტრაბახი არაა ჩემთვის მისაღები. კაცს, რომ ქვეყანა უყვარს ნორმალურია, ვინმემ რომ მითხრას შენზე მეტად მიყვარსო, როგორ გავბედო შევეკემათო, როგორ უნდა გავზომოთ. პრობლემა არის როცა არ უყვარს.“- განაცხადა ბიზინა ივანიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






