როგორც ირაკლი კობახიძემ "თავისუფალი ზონის" ყოფილი წევრების განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, დესტაბილიზა ენმ-ს ოფისში იგეგმება.
„თავისუფალი ზონის წევრთა დღევანდელმა განცხადებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ის რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ ამ პერიოდის განმავლობაში. რეალურად, ნაციონალური მოძრაობის ოფისებში იგეგმება დესტაბილიზაცია, კონკრეტული გეგმა დგება ამასთან დაკავშირებით, კონკრეტული დაჯგუფებები, ე.წ. დამატებითი ორგანიზაციები იქმნება ამ გეგმის განსახორციელებლად. ეს არის ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით მთელი ამ დროის განმავლობაში, ძალიან კარგია, რომ ნაციონალურ მოძრაობაშიც აღმოჩნდნენ ისეთი ადამიანები რომლებიც ემიჯნებიან დანაშაულებრივ გეგმას. ჩვენ ამასთან დაკავშირებითაც ვამბობდით, რომ შიგნით ნაციონალურ მოძრაობაში არის განხეთქილება, არის მოტივაციის ნაკლებობა, ეს ყველაფერი დაკავშირებულია იმ დანაშაულებრივ გეგმებთან, რომელსაც აწყობენ ნაციონალური მოძრაობის ლიდერები, მიხეილ სააკაშვიილის ხელმძღვანელობით ოდესიდან" - განაცხადა კობახიძემ.
თავისუფალი ზონა რამდენიმე წევრმა დატოვა, მათი თქმით, "აღნიშნული ორგანიზაცია სააკაშვილს არჩევნების შემდეგ დესტაბილიზაციის მოსაწყობად სჭირდება".
მასალის გამოყენების პირობები






