,,თავისუფალი ზონა სააკაშვილს არჩევნების შემდეგ დესტაბილიზაციის მოსაწყობად სჭირდება“ - ორგანიზაციას წევრები ტოვებენ
პოლიტიკა - 13:27, 26 Sep, 2016     3744
მე შევხვდი რამდენიმე დღის წინ უკრაინაში მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც მითხრა, რომ ჩვენი ორგანიზაცია „თავისუფალი ზონა“ სჭირდება არჩევნების შემდეგ დესტაბილიზაციის მოსაწყობად, – ეს განცხადება „კვირას“ პრესკლუბში გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე „თავისუფალი ზონის“ წევრებმა რამდენიმე წუთის წინ გააკეთეს.

ორგანიზაციის გლდანის რაიონული განყოფილების წევრები „თავისუფალ ზონას“ ტოვებენ, მათი გაცხადებით, საქართველოში შეიქმნა ორგანიზაცია „საქართველოს ერთგულების სახელით“, რომელსაც უშუალოდ აქვს დავალებული არჩევნების შემდეგ ხალხის ქუჩაში გაყვანა და დესტაბილიზავიის მოწყობა.

“მიხეილ სააკაშვილს შევთავაზე არჩევნებში ჩვენი რესურსის გამოყენება, ჩვენ ვიყავით „ნაციონალური მოძაობის“ მხარდამჭერები 2012 წლიდან, მაგრამ ამ ორგანიზაციამ უკვე პოლიტიკური მნიშვნელობა დაკარგა და არჩევნების შემდეგ ქვეყანაში ქაოსის შემოტანას აპირებს, რაშიც ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას“-განაცხადა „კვირას“ პრესკლუბში ბესო კალაძემ „თავისუფალი ზონის“ წევრებთან ერთად.

ორგანიზაციის ყოფილი წევრები აცხადებენ, რომ არჩევნების შემდეგ დაგეგმილია სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირება.

“’საქართველოს ერთგულების სახელით“ ამ ორგანიზაციის მთავრი მიზანი იქნება ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობა. აგვისტოს თვიდან პარტიულ შეკრებებზე გაჟღერდა ინფორმაცია, რომ არჩევნების შემდეგ დესტაბილიზაციას აპირებს „ნაციონალური მოძრაობა“. მე ოდესაში მითხრა სააკაშვილმა, რომ ინსტრუქციებს შუამავლის მეშვეობით მივიღებდით. არჩევნების გაყალბების სახელით უნდა დაგვეწყო საპროტესტო აქციები. ხალხი გვეიძულებინა ქუჩაში გამოსულიყო.

მოხდებოდა სახელმწიფო უწყებების ბლოკირება და ამ ყველაფერს შეიძლება მოჰყოლოდა მსხვერპლი. მე სააკაშვილს ამ დიალოგის დროს დავთანხმდი, რადგან მე უკრაინიდან მშვიდობით მინდოდა წამოსვლა”, -განაცხადა ბესო კალაძემ.

ბესო კალაძე არ გამორიცხავს, რომ მის მეგობრებს ამ განცხადების შემდეგს საფრთხე შეექმნეთ.

“მე ვაფრთხილებ „ნაციონალურ მოძრაობას“ თუ ვინმე ჩემი გუნდის წევრს რაიმე დაემართება მთელ პასუხისმგებლობას ვაკისრებ „ნაციონალურ მოძრაობას”.

მე ვაფრთხილებ საზოგადოებას არ აყვნენ პროვოკაციას და „ნაციონალურ მოძაობის“ მოქმედ წევრებს ვთხოვ დატოვონ ეს უკვე დანაშაულებრივი ორგანიზაცია“

„თავისუფალი ზონის“ უკვე ყოფილი წევრები უახლოებს დღეებში ბრიფინგს ჩაატარებენ, სადაც დეტალურად ისაუბრებენ თუ რა იგეგმებოდა უკრაინიდან საქართველოში 9 ოქტომბერს.

ორგანიზაციის გლდანის განყოფილების წევრებმა მარიამ კოხრეიძემ, ბესო კალაძემ, ირაკლი ქომეთიანმა, ქრისტი კვარაცხელიამ, გიორგი არჩვაძემ, ლანა აბრამაშვილმა, დევიდ ლაბაძემ, თამუნა კეკელიძემ, გიორგი ჭინჭარაულმა და ნინო ახალმოსულიშვილმა დატოვეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42