გიორგი მარგველაშვილმა სამხედროების ავღანეთში გაცილების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა
პოლიტიკა - 11:55, 26 Sep, 2016     1090
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვაზიანის IV მექანიზებული ბრიგადის ბაზიდან, ქართველი სამხედროების ავღანეთში გაცილების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის და V ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები, ასევე ეროვნული გვარდიისა და სამხედრო პოლიციის ოცეულები გაემგზავრებიან. ქართველი სამხედროები საერთაშორისო სამშვიდობო მისიას 7 თვის განმავლობაში შეასრულებენ.
საქართველოს პრეზიდენტმა ქართველ სამხედროებს სიტყვით მიმართა და ღირსეული სამსახური და მშვიდობით სამშობლოში დაბრუნება უსურვა.

„დღეს ჩვენ ამაღელვებელ ცერემონიალზე ვიმყოფებით. დღეს, ქართული შეიარაღებული ძალების კიდევ ერთი ნაწილი მიდის საერთაშორისო მისიის შესასრულებლად ავღანეთში.
თქვენ შორის არიან ადამიანები, თანამებრძოლები, რომლებსაც უკვე გამოუვლია ავღანეთის მძიმე სკოლა. თქვენ იქნებით იქ თანამებრძოლები და თქვენ იქნებით იქ ერთად იმისთვის, რომ დაიცვათ გლობალური სიმშვიდე და უსაფრთხოება.
თქვენ გააგრძელებთ ათასობით ქართველის ტრადიციას, ვინც ბოლომდე ემსახურა თავისი ქვეყნის და გლობალური უსაფრთხოების მიზნებს.
დღეს, როდესაც თქვენ გაცილებთ, გული გვევსება სიამაყით იმიტომ, რომ ამდენი გამორჩეული გმირი გვყავს ასეთ პატარა ქვეყანას.
ამავე დროს, ჩვენ ვიფიქრებთ თითოეულ თქვენთაგანზე ყოველ დღე. ვიფიქრებთ იმისთვის, რომ თქვენ მშვიდობით შეასრულოთ თქვენი მისია და დაგვიბრუნდეთ სამშობლოში.
დაგვიბრუნდეთ კიდევ უფრო ძლიერები, კიდევ უფრო გამოცდილები და დაგვიბრუნდეთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო სტაბილური იყოს ჩვენი ქვეყანა.
ჩვენ ქართველებმა, რომლებმაც ათეულობით საუკუნე სწორედ ბრძოლით შევინარჩუნეთ ჩვენი სამშობლო, კარგად ვიცით მშვიდობის ფასი. ამასთან ერთად, ჩვენ ვიცით, რომ მშვიდობას ძალიან დიდი მუშაობა უნდა და ამ მუშაობის ნაწილი ხართ თქვენ დღეს.
დაგილოცავთ გზას, იცოდეთ, რომ მეც და საქართველოს თითოეული მოქალაქეც მადლობელია თქვენი ღვაწლისთვის და მალე გელით უკან, სამშობლოში.
ღმერთი გფარავდეთ თქვენ და საქართველოს!“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ქართველი სამხედროების გაცილებისას.

ქართველი სამხედროების ავღანეთში გაცილების ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში იან კელიმ, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინე იმერლიშვილმა, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა, პრეზიდენტის მრჩეველმა ვეტერანთა საკითხებში ალექსანდრე ბარბაქაძემ და ეროვნული უშიშროეობის საბჭოს მდივნის მოადგილემ თეონა აქუბარდიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42