"დაიწყო ახალი მართული კამპანია, რომელიც კვლავ მიზნად ისახავს პარტიის რეპუტაციის შელახვას"- ჯანდიერი
პოლიტიკა - 11:47, 26 Sep, 2016     1312
„პაატა ბურჭულაძე - მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ წინააღმდეგ დაიგეგმა და დაიწყო ახალი მართული კამპანია, რომელიც კვლავ მიზნად ისახავს პარტიის რეპუტაციის შელახვას და ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანას.

მას შემდეგ, რაც არ გაამართლა ფარული სატელეფონო ჩანაწერის გამოქვეყნებამ ერთ-ერთი ტელეკომპანიის ხელმძღვანელთან, რათა პაატა ბურჭულაძე ნაციონალურ მოძრაობასთან დაეკავშირებინათ, ამჯერად, იგივე მიზნით, სხვადასხვა სოფლებში გამოჩნდნენ კარგად დატრენინგებული აგიტატორები, რომლებიც ოჯახებში დადიან და ამბობენ, რომ არიან ნაციონალური მოძრაობიდან, ანუ პაატა ბურჭულაძისგან. ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანის მიზნით, უკვე პირდაპირი გზით ხდება პაატა ბურჭულაძის მოძრაობის გაიგივება ნაციონალურ მოძრაობასთან: უკვე კარდაკარ სიარულით ცდილობენ მოახდინონ პარტიის დისკრედიტაცია. ეს გახლავთ ბრძოლის მდაბიო ხერხი, რომელიც იმიტომ გახდა საჭირო, რომ პარტია „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ დამოუკიდებელი, ძლიერი და კონკურენტული ძალაა. ამის მიზეზი არის ჩვენი რეიტინგის ზრდა, რაც დისკომფორტს უქმნის „ქართულ ოცნებას“.

იმ ფონზე, როდესაც მმართველ პარტიასთან ასოცირებული ყოფილი და მოქმედი თანამდებობის პირები საჯაროდ მიუთითებენ, თითქოს პაატა ბურჭულაძე ხშირად ჩადის ოდესაში, ცხადზე ცხადია, რომ პაატა ბურჭულაძის დისკრედიტაციისთვის აგიტატორების გააქტიურება ხელისუფლების ისტერესებშია - გაგვაიგივოს მათთვის უკვე კომფორტულ ძალად ქცეულ ნაციონალურ მოძრაობასთან. არც ხელისუფლებას და არც ნაციონალურ მოძრაობას არ აწყობს მესამე, ახალი, ეროვნული ოპოზიციური ძალის არსებობა და ამიტომ ხელისუფლება ხან ფარული ჩანაწერებით გვებრძვის, ხან სუს-ით და ახლა უკვე პირდაპირ აგიტატორების მეშვეობით.

ამ ეგრეთწოდებული აგიტატორების ქმედება ასევე შეიცავს თაღლითობის ნიშნებს, ვინაიდან ისინი მოსახლეობას ერთის მხრივ ეუბნებიან, რომ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა პაატა ბურჭულაძემ დაარსა „იავნანას“ შვილობილი ფონდი და მეორეს მხრივ, თითქოსდა ქველმოქმედების მოტივით ცდილობენ გამოსტყუონ თანხა.

ჩვენ მოგვაწოდეს ვიდეოჩანაწერები, სადაც ხაშურის რაიონის სოფლების მიწობისა და წრომის მოსახლეები ყვებიან ამგვარი ფაქტების შესახებ"- განაცხადა ჯანდიერმა.

დაუყონებლივ მოვითხოვთ ხელისუფლებისგან - აღკვეთოს პოლიტიკური მოძრაობა „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ წინააღმდეგ მიმართული ცილისმწამებლური და ამავდროულად დანაშაულის ნიშნების შემცველი კამპანია, რათა მოგვეცეს არჩევნების მშვიდ და სამართლიან ვითარებაში წარმართვის შესაძლებლობა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42