„რუსლანს შვიდი შვილი ჰყავს, შვიდივე ერთმანეთზე ლამაზები. ბავშვებს მოულოდნელად დედა გარდაეცვალათ და ცუდ დღეში არიან აი გული მომიკვდა ისეთი ამბებია... ბავშვებს არა აქვთ არაფერი, სკოლაშიც ვერ გაუშვა მამამ... დავპირდი რომ ორშაბათს აუცილებლად წავლენ სკოლაში, სჭირდებათ ყველაფერი“
ეს ორიოდე დღის წინ იყო, დღეს კი აკა სინჯიკაშვილის ემოციური პოსტი ამგვარია.
აკა სინჯიკაშვილი: „ორჯერ ამდენი შევაგროვეთ გუშინ ტანსაცმელი. შვიდი და-ძმის გარდა ნახევარი მცხეთის რაიონი ჩაიცვამს ახალ ტანსაცმელებს )) 6 დან 8 საათამდე ყოველ წუთას მოდიოდა ადამიანი, თავისი შეგროვილი ნივთებით.
რუსლანის შვილებს უკვე აქვთ ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, საოჯახო ნივთები, წიგნები, რვეულები, სახატავები და რაც მთავარია სათამაშოები, რომლებზეც გაგიჟდნენ ))
მოვამარაგეთ და შევანახინეთ საკვები, ვუყიდეთ შეშა, გადავუხადეთ მაღაზიაში საჭმელის ვალი, ექნებათ სარეცხის მანქანა და ავეჯი. ყველაფერი კარგად ექნებათ, მათი სახეები გენახათ ნეტავ ამდენი სათამაშოს დანახვაზე.
ამას ქვია ადამიანობა, ამდენი ხალხი რომ ერთად ვშვრებით ამას, დიდი მადლობა თქვენ ყველას, რომ არ გეზარებათ ერთმანეთის დახმარება.
დიდი მადლობა ჩვენგან Irakli Sinjikashviliiს დაLevan Goginashvilinს, რომლებმაც მარტოებმა დატვირთეს დიდი მანქანა, ექვსი მანქანის მძღოლს რომლებმაც მცხეთაში ჩამატანინეს ყველაფერი და თქვენ ყველას, ვინც ჩემთან ერთად აკეთებთ საქმეს.
წინ ბევრი საქმეა კიდევ და რამის ლოდინის ნაცვლად,
#ჩვენთვითონმივხედოთერთმანეთს იმიტომ რომ დავამტკიცეთ რომ#სიკეთეგადამდებია “
მასალის გამოყენების პირობები






