„ იმ გახმაურებულ ფაქტებთან ერთად, რომელიც ყველამ ვიცით დედაქალაქის სხვადასხვა უბანში მშენებლობების გამო მწვანე საფარის განადგურებასთან დაკავშირებით, უამრავი ასეთი ფაქტი აღმოვაჩინეთ, რომელიც შედარებით მცირე მასშტაბის გამო არ გახმაურებულა. მაგალითად ლიუბლიანის ქუჩაზე #11 -ში მშენებლობის ნებართვა გაიცა მიწის ნაკვეთზე, რომელიც გამწვანებული იყო და უკვე მოჭრილია რამდენიმე ძირი ნაძვი და სხვა მცენარეები. გარდა ამისა, ნებართვების გაცემაში სრული ქაოსია, ერთმანეთის გვერდით შენდება სხვადასხვა დანიშნულების შენობები ისე, რომ არ არის გათვალისწინებული მშენებარე ნაგებობის სპეციფიკა, მანქანების სადგომი ადგილები. ყველანი ვხედავთ როგორი სატრანსპორტო კოლაფსია ქალაქში. ყოველი ასეთი გაუაზრებლად გაცემული ნებართვა კიდევ ერთი „ცხელი წერტილია“ ქალაქში, რომელიც აუცილებლად საცობებს გამოიწვევს და ტრანსპორტის მოძრაობას შეაფერხებს,“- განაცხადა მანანა ნაჭყებიამ.
მშენებლობის ნებართვის გაცემა გვერდით მცხოვრები კორპუსის მცხოვრებლებმაც გააპროტესტეს.
მასალის გამოყენების პირობები






