,,აღარასოდეს გააკეთოთ პოლიტიკური არჩევანი“ - დავით უსუფაშვილის მიმართვა ქართველ მეწარმეებს
პოლიტიკა - 15:08, 25 Sep, 2016     2236
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ქართველ მეწარმეებს მიმართავს. დავით უსუფაშვილი ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს მოუწოდებს, არასოდეს გააკეთონ პოლიტიკური არჩევანი და არ შეუწყონ ხელი საქართველოსში ერთპარტიული სისტემის დამკვიდრებას. მიმართვას პარლამენტის თავმჯდომარე ფეისბუქის გვერდზე ავრცელებს.

,,ვინ, თუ არა თქვენ, იცით თავისუფალი და სამართლიანი კონკურენციის სრულიად გამორჩეული როლის შესახებ არა მხოლოდ ეკონომიკური განვითარების, არამედ ზოგადკულტურული პროგრესის საქმეში! თუ არა სხვაზე უკეთესობის ამბიცია და თუ არა ამ ამბიციის მოქცევა სამართლიანობის ჩარჩოებში, მაშინ ჩვენ ყველანი ან ისევ გამოქვაბულებში ვიცხოვრებდით, ან ერთმანეთი დიდი ხნის ამოჟლეტილი გვეყოლებოდა...

ამასობაში, პოლიტიკაში ისევე აუცილებელია თავისუფალი და სამართლიანი კონკურენცია, როგორც ბიზნესში. არაკონკურენტული გარემო პოლიტიკურ სისტემასაც ისევე მიაქანებს ჭაობისკენ, როგორც ეკონომიკურ სისტემას. უკონკურენტოდ დარჩენილი ყველაზე უფრო კეთილშობილური პოლიტიკური ძალაც კი ისევე იწყებს უხარისხო, ძვირი და სახელმწიფოსთვის საშიში პოლიტიკური პროდუქტის წარმოებას, როგორც უკონკურენტოდ დარჩენილი ყველაზე უფრო მაღალი სტანდარტების მქონე პურის ქარხანა იწყებს უხარისხო, ძვირი და ჯანმრთელობისთვის საშიში პურის ცხობას.

მეტიც, უკონკურენტოდ დარჩენილ პოლიტიკურ ძალას უკონკურენტო პურის ქარხნისგან განსხვავებით სხვა უბედურებებიც მოაქვს. იგი იწყებს კონკურენციის „ბაცილებთან“ ბრძოლას სხვა სფეროებშიც - ბიზნესში, მედიაში, სპორტში - იმის შიშით, რომ საზღვრები არ გადალახოს და პოლიტიკაშიც არ მოიკიდოს ფეხი. თანაც, მოგეხსენებათ, პურის ქარხნისგან განსხვავებით, უკონკურენტო პოლიტიკურ პარტიას მოზელილი ცომის ნაცვლად სახელმწიფო ძალაუფლებაზე აქვს ექსკლუზიური წვდომა და ამიტომ საკმაო წარმატებით უმკლავდება ხოლმე ამ „ბაცილას“, ანუ თავისუფლებას, საზოგადოებაში.

თუმცა, რას გიყვებით, განა ერთად არ გავიარეთ ეს ყველაფერი?..

ჰოდა, იმისათვის, რომ აღარასოდეს განმეორდეს ის, რაც ყველამ გავიარეთ, გთხოვთ, აღარასოდეს გააკეთოთ პოლიტიკური არჩევანი „პოლიტკორექტულობის“ გადმოსახედიდან, მიუხედავად იმისა, რამდენად „კორექტულადაა“ მოწოდებული „პოლიტიკურად სწორი“ გადაწყვეტილება. გთხოვთ, აღარასოდეს შეუწყოთ ხელი უკონკურენტო ერთპარტიულობის დამკვიდრებას საქართველოში, თუნდაც ამ პარტიის სათავეებში საფლავებიდან წამომდგარ დავით აღმაშენებელს, თამარ მეფეს, გიორგი ბრწყინვალეს, ილია ჭავჭავაძეს და ბიძინა ჩოლოყაშვილს ერთად ხედავდეთ.

გთხოვთ, აუცილებლად მიბრძანდით არჩევნებზე 8 ოქტომბერს და აუცილებლად თქვენი თავისუფალი პერსონალური არჩევანი გააკეთეთ. გთხოვთ, მიეცით ხმა იმ პარტიას და იმ ლიდერს, ვინც ყველაზე უკეთ ეხმიანება არა თქვენს დღევანდელ ბიზნეს ინტერესებს, არამედ თქვენს ხვალინდელ მშობლურ ინტერესებს. გთხოვთ, მიეცით თქვენი ხმა ვისაც გინდათ, გნებავთ ბიძინას, გნებავთ მიშას, გნებავთ ირმას, გნებავთ ნებისმიერს, გარდა ჩემი და რესპუბლიკელებისა, ოღონდ ეს იყოს თქვენი თავისუფალი არჩევანი. გთხოვთ, იგივე გადაეცით თქვენი ოჯახის წევრებს, იგივე გადაეცით თქვენი საწარმოების თანამშრომლებს.

გთხოვთ, ყველას გადაეცით, რომ საქართველოში თავისუფლება უკვე შესაძლებელია და ჯერ კიდევ შესაძლებელია... „ - ნათქვამია დავით უსუფაშვილის მიმართვაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42