რესპუბლიკური პარტია ნარკოპოლიტიკის გადახედვაზე ,,თეთრი ხმაურის“ შეთავაზებას უერთდება
პოლიტიკა - 14:13, 25 Sep, 2016     1319
რესპუბლიკური პარტია მოძრაობა ,,თეთრი ხმაურის“ მიერ გაკეთებულ შეთავაზებას უერთდება და განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავზობთ:

,,საქართველოს რესპუბლიკური პარტია გაეცნო მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ მიერ პოლიტიკური პარტიებისათვის გაკეთებულ შემოთავაზებას ნარკოპოლიტიკის გადახედვის თაობაზე და გამოხატავს მზადყოფნას, ითანამშრომლოს აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით. პარტია ადასტურებს, რომ მხარს დაუჭერს შემდეგი ცვლილებების განხორციელებას:

• მსუბუქი ნარკოტიკის მოხმარებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის, ხოლო ყველა სახის ნარკოტიკის მოხმარებისთვის თავისუფლების აღკვეთის გაუქმება

• საკუთარი მოხმარების მიზნით მცენარეების კულტივირებასათან დაკავშირებული კანონმდებლობის გადახედვა

• ნარკოტიკების ოდენობის ქვედა ზღვრის გადახედვა, რომლის გადამეტების შემდეგაც მათი შეძენა/შენახვისათვის დგება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა

• მცირე ოდენობის შეძენა/შენახვისათვის თავისუფლების აღკვეთის გაუქმება

• ნარკოტიკების მოხმარებისთვის და მცირე ოდენობით პირადი მოხმარებისთვის შეძენა/შენახვისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ნორმების გადახედვა

• დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით პირადი მოხმარების მიზნით ნარკოტიკების შეძენა/ შენახვისათვის გათვალისწინებული სანქციების გადახედვა

• ნარკოტიკების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ადეკვატური ოდენობების დადგენა

• ნარკოტიკების გასაღების მკაფიოდ განსაზღვრა

• ნარკოტესტირების მოქმედი რეჟიმის შეცვლა

• კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებების ჩამორთმევის და შეზღუდვის გადახედვა

• ნარკოტიკების მომხმარებლებისათვის მკურნალობის, რეაბილიტაციის და ზიანის შემცირების პროგრამების ლეგალური ბაზის უზრუნველყოფა და რეგულაციების დახვეწა

• აღნიშნული პროგრამების ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფა, გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის პრინციპების გათვალისწინებით

• ამბულატორიული და რეზიდენტული (ასევე კომუნის ტიპის) სარეაბილიტაციო ცენტრების ქსელის/სისტემის დაფუძნების ხელშეწყობა

• სასჯელაღსრულების სისტემაში მკურნალობის და რეაბილიტაციის სისტემის გაფართოება

• ნარკოპოლიტიკის ეროვნული სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავების და განხორციელების მექანიზმების ამოქმედება“ - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42