მინდა მადლობა გითხრათ თქვენს კუთხეს, რომ ქვეყანას აჩეუქეთ გიორგი კვირიკაშვილი - კახა კალაძე ქიზიყში მაჟორიტარის წარდგენაზე
პოლიტიკა - 16:50, 24 Sep, 2016     3495
წნორში შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით ასევე მიმართა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ და აღნიშნა, რომ გიორგი კვირიკაშვილის ლიდერობით „ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს, რათა ქვეყანაში არსებული ყველა პრობლემა მოგვარდეს.

„მადლობას მოგახსენებთ თითოეულ თქვენთაგანს დღეს აქ მობრძანებისთვის, მე არ შემიძლია არ შევეხო იმ ემოციებს, რომელიც ბატონ გიორგის ჰქონდა სიტყვის დაწყების წინ. მე ძალიან კარგად მესმის მისი, თუ რამდენად დიდ ემოციებს იწვევს ის, რომ გამოდიხარ სიტყვით იმ კუთხეში, სადაც დაიბადე და გაიზარდე. იმ ადამიანების წინაშე, რომელიც შენი სისხლი, ხორცი და გენია. მე ძალიან კარგად მესმის ეს ყველაფერი. მინდა თქვენ, თქვენს კუთხეს ძალიან დიდი მადლობა მოგახსენოთ, რომ ჩვენს ქვეყანას აჩუქეთ ისეთი ადამიანი, როგორიც გახლავთ გიორგი კვირიკაშვილი. ყოველგვარი პირფერობის გარეშე, თავისი ადამიანურობით, ადამიანი, რომელიც ორიენტირებულია სიკეთის კეთებით და იმ გუნდით, რომელიც წარმოდგენილია „ქართული ოცნების“ სახით, ჩვენი ლიდერის ხელმძღვანელობით, გიორგი კვირიკაშვილის სახით, ჩვენ გაძლევთ პირობას, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ყველა ის პრობლემა, რომელიც აწუხებს ჩვენს ქვეყანაში, ქალაქებში, რეგიონებში, სოფლებში, მცხოვრებ ადამიანებს, იქნება მოგვარებული. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გაკეთდება ეტაპობრივად“,-აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ გუნდს კარგად ესმის, დარგების მიხედვით რა არის ქვეყანაში გასაკეთებელი. „თქვენ არ იფიქროთ, რომ ჩვენ ვართ თვითკმაყოფილი იმით, რაც ამ ოთხი წლის განმავლობაში გავაკეთეთ და მოვახერხეთ. კი გვესმის, რომ ბევრი კარგი საქმე გაკეთდა, ბევრი რეფორმა განხორციელდა სხვადასხვა დარგების მიმართულებით, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ჩვენ კარგად ვიცით ყველა ის პრობლემა, რომელიც აწუხებს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს და ზუსტად თქვენი დახმარებით, სრულიად საქართველოს დახმარებით, ყველას ჩართულობით, ჩვენ შეგვიძლია ერთად მოვაგვაროთ. მნიშვნელოვანია, მივიდეთ ყველა საარჩევნო უბანზე და მივიღოთ გადაწყვეტილება: თავისუფლება, ქვეყნის სწრაფი განვითარება და კეთილდღეობა. ეს შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთ გუნდს, ერთადერთ ძალას ქვეყანაში და ეს არის პარტია „ქართული ოცნება“ გიორგი კვირიკაშვილის მეთაურობით. მე მინდა დაგარწმუნოთ ყველა, რომ ჩვენ 8 ოქტომბერს აუცილებლად გავიმარჯვებთ და ეს იქნება სრულიად საქართველოს გამარჯვება, რადგან პარტია „ქართული ოცნების“ გამარჯვება პირდაპირ კავშირშია საქართველოს თითოეული მოქალაქის კეთილდღეობასთან. მინდა გისურვოთ წარმატებები და მინდა გისურვოთ ყოველი დილა, რომელიც გვითენდება, თითოეული ჩვენთაგანისთვის იყოს ბედნიერი“,-განაცხადა კახა კალაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42