„ოპერაში ჩამოკიდეთ ზაქარია ფალიაშვილის პორტრეტი: ცალ ხელში ხინკლით და მეორეში ღვინის ჭიქით“ -თამარ ივერი
სოც.მედია - 16:03, 24 Sep, 2016     8249

„ქალაქში ზეობს და ღრეობს ყველაფერი იაფფასიანი და გასართობი!! საით მივდივართ საერთოდ“? - კითხულობს თამარ ივერი და დღევანდელ ქართულ რეალობას ვრცელ პოსტს უთმობს.

თამარ ივერი: „მუზა“ დახურეს, გადაცემა “მუსიკოლოგოსი” დაიხურა, რადიოთი მხოლოდ “ტაშ,ტაშ” სიმღერები…ტელევიზია მიაქვს პოლიტიკას, თურქულ-ინდურ სერიალებს და სახითხითო გადაცემებს….არანაირი არამცთუ საკუთარი კლასიკური “MEZZO”ს სტილის ტელე თუ რადიო არხი… არამედ მარტის თოვლივით, აქა იქ ქართველი მუსიკოსების საზღვარგარეთული წარმატების აღმნიშვნელი, “მოვალეობის მოხდითი” 5 წუთიანი სიუჟეტები.

საით მივდივართ საერთოდ?…მსოფლიო გაკვირვებულია ჩვენი ხელოვანების ხელოვნებით და მათ კი საკუთარ სამშობლოში არანაირი საკუთარი არხი, გადაცემა, სცენა თუ რეალიზების საშუალება არა აქვთ.
ერის სულიერი საზრდო??-მხოლოდ საიტი ფეისბუკი და იქ გამართული ჩხუბი, ხელჩართული ბრძოლები, ნაც-ქოცობის რკვევა და საინფორმაციო გამოშვებიდან-გამოშვებამდე, ტელესერიიდან-სერიამდე ცხოვრება…და მეტი არაფერი.

გარეთ გახვალ და სოკოებივით დღითიდღე გამრავლებული კორპუსები, გადაჩეხილი ხეები, საცობები, მტვერი და გამონაბოლქვის ბუღი ჰაერში.

ზოგჯერ ვფიქრობ….საზოგადოების ასეთ “უკლასიკობის” და ამაღლებული მუსიკისადმი უინტერესობის სიტუაციაში….რა ენთუზიაზმით უნდა იმღერონ ჩვენმა იმედისმომცემმა და წარმატებულმა მომღერლებმა?? მსოფლიოში სპექტაკლებზე დასასწრები ბილეთები ერთი და ორი თვით ადრეა ინტერნეტში გაყიდული და პრემიერები ტელევიზიის პირდაპირ ეთერში გადაიცემა.

აქ კი, წარმატებულ, კონკურსებგამარჯვებულ მომღერლებს ნახევრად ცარიელ დარბაზში უწევთ სიმღერა…სიმბოლურ ხელფასზე და ტელემედიებსაც…რესტორნის მომღერლების გაშუქება უფრო “უხარიათ” და უფრო უღირთ ვიდრე ამ საერთაშორისო დონის ტალანტების. თეატრის ამოქმედების შემდგომაც თუ ასე გაგრძელდა…მაშინ ვურჩევდი კოლეგებს….დაიხურეთ მეგობრებო ქუდები…წადით, და იმღერეთ იქ…სადაც დაფასდებით,ლიმუზინებით გატარებენ, ნორმალურად გადაგიხდიან და თქვენი სპექტაკლები ანშლაგით ჩაივლის.

ერთხელ ცხოვრობთ, ერთხელ გაქვთ კარიერა და ჩამოქროლილ იღბლის რაშს შემოუხტომლად ნუ გაუშვებთ. ოპერის ადგილას კი დიდი მაესტროს საპატივცემულოდ გახსენით ერთი დიდი რესტორანი “დაისი” და …შემოსასვლელში ჩამოჰკიდეთ ზაქარია ფალიაშვილის პორტრეტი:ცალ ხელში ხინკლით და მეორეში ღვინის ჭიქით. მაინც ვერავინ ვერ იგრძნობს ქალაქში “უოპერობას”.

მაპატიეთ ამ მწარე ხუმრობისთვის მაგრამ…ფაქტია რომ ეხლაა მძიმე პერიოდი, თუ ძლიერი ხელმძღვანელი არ მოვიდა თეატრში და ტელე მედიაში ოპერას და მის წამყვან მომღერლებს რაღაც მათი ადგილი არ დაუმკვიდრა, კლასიკური არხი არ შექმნა ან რომელიმე არხთან ფართომასშტაბიანად არ ითანამშრომლა და ოპერა “ხალხში არ გაიტანა”,ისე….კლასიკური ხელოვნების წარმომადგენლებს არანაირი “ჟანგბადი”აღარ აქვთ ქალაქში და დღითიდღე იხურება თითოოროლა მუსიკალური გადაცემებიც კი. ქალაქში ზეობს და ღრეობს ყველაფერი იაფფასიანი და გასართობი!!

დილის, თუ დღის შოუებში თუ კულინარიულ გადაცემებში, წამყვან ხელოვანთა მიწვევა და მათთან ზედაპირული ბლიც-ინტერვიუები სამწუხაროდ მათთვის სათანადო ამინდს ვერ ჰქმნის. ხელოვან ხალხს ცალკე, მათზე გაკეთებული გადაცემები, მათი საკუთარი კლასიკური არხები, ფორუმები, მათი სპექტაკლების და კონცერტების ვიდეოჩანაწერების მთლიანი ტრანსლაციები სჭირდებათ მათ წარმოსაჩენად და არა გასართობ შოუებში 10 წუთიანი გაელვებები ან სალათების კეთება!!!”

თამარ ივერი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42