,,ეს დოკუმენტი ფარატინა ქაღალდად დარჩება!“ - გოცირიძე ,,ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამაზე
პოლიტიკა - 13:00, 24 Sep, 2016     1230
სატუმრო ამბასადორში ნაციონალური მოძრაობის სიის პირველი ათეულის წარმომადგენელმა, რომან გოცირიძემ გააკეთა მოხსენება თემაზე: „ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის ეკონომიკური პროგრამების შედარებითი ანალიზი“.

რომან გოცირიძის მმართველი პარტიის საარჩევნო პროგრამაზე შემდეგი შეფასება გააკეთა

,,ქართული ოცნების ახალი საარჩევნო პროგრამა არის ეკლექტური, არარეალისტური დოკუმენტი, ფაქტობრივად, ეს არის სამინისტროების მიერ გაწეული მუშაობის ანგარიში და მომავალში გასაკეთებელ საქმეთა ჩამონათვალი, ტრადიციულად გაჯერებული ცრუ დაპირებებით.

პროგრამით, ქვეყნის ფინანსური რესურსები სათანადოდ არაა შეფასებული, რის გამოც იგი დეკლარირებული სურვილების ერთობლიობაა და აბსოლუტურად მოწყვეტილია რეალობას. მასში გათვალიწინებული ღონისძიებები იმდენად ძვირია, რომ არა თუ ოთხი წლის , არამედ ორი ათეული წლის შემოსავლებიც ვერ გასწვდება მის ხორცშესხმას, რომ არაფერი ვთქვათ მათ მიზანშეწონილებაზე.

ქართული ოცნების საარჩევნო პროგრამა ხელისუფლების მიერ გატარებული იმ ძველი კურსის გაგრძელებაა, რომელმაც ქვეყანა კრიზისში შეიყვანა. ამ დოკუმენტიდან ჩანს, რომ მთავრობას არ აქვს მომავლის ხედვა და არ აპირებენ დაშვებული შეცდომების გამოსწორებას.

ეს პროგრამა ისეთივე ფარატინა ქაღალდად დარჩება, როგორც მათი წინამორბედი დოკუმენტები, რადგან იგი რეალობას არის მოწყვეტილი და ვერ გახდება ქვეყნის განვითარების საფუძველი“- განაცხადა გოცირიძემ.

ენმ-ს წევრმა საზოგადოებას შეახსენა, თუ რას პირდება მათ მომდევნო 4 წლის განმავლობაში ქართული ოცნება:

-პენსიების ზრდას.
-გადასახადების შემცირებას. სრულიად იგნორირებულია მცირე ბიზნესი.
-ბიზნესზე სახელმწიფო-ადმინისტრაციული წნეხის შემცირებას.

-ზედმეტ რეგულაციებზე უარის თქმას .
-ბიუროკრატიული და არაეფექტიანი ხარჯების შემცირებას.

-ბიზნესისა და ინვესტიციების დაცულობის რადიკალური სამართლებრივი ნორმებისა და პროცედურების დანერგვას, სახელმწიფოსთან დავისას მოქალაქის უფლებების გაფართოებას.
-მასწავლებელთა ხელფასების სწრაფ ზრდას
-სასამართლოს დამოუკიდებლობის განმტკიცების რეალური მექანიზმების ამოქმედებას.
-პირად ცხოვრებაში ჩაურევლობას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42