"ძალიან ბევრი პოლიტიკური პარტიასთან ასოცირებული ექსპერტი ცდილობს, რომ აკრიტიკოს ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკა და ამ ფორმებს თავს არიდებს. პერსონალურად დაპატიჟეს გოცირიძე და მისთანანი, ვინც ექსპერტების იბრალებდნენ და რეალურად წევრად წარმოდგა დღეს და ამაში ცუდი არაფერია, იყოს ნაციონალური მოძრაობის წევრი. გოცირიძემ ეს ხერხი იხმარა და ფორუმს ფორუმი დაუპირისპირა. ეს იმას ჰგავს, რაზეც ახლა შრომობს პრემიერი. კვირიკაშვილის ინიციატივა იყო, არ ვიცი რამდენმა მოაწერა ხელი, რომ ერთი პარტიის ღონისძიებაზე მეორე პარტიის წარმომადგენლები არ მივიდნენ და დებოში არ ატეხონ. ის ერთი-ორჯერ შემოძვრა აქ, რომ ნახა მე ვიყავი, იმ წუთას გაიპარა. ვერავითარი გამოსვლა ვერ მოახერხა. გარეთ გააკეთა კომენტარი, შიგნით - არა. ის პროფესიონალებთან და ბიზნესთან ვერ ბედავს გამოსვლას. დადის და ცდილობს, რომ ხალხს რომელსაც არა აქვს ეკონომიკური განათლება, სიბნელეში ამყოფოს"- აღნიშნა ივანიშვილმა.
ყოფილი პრემიერის განცხადებით, დღეს მართლა უჭირთ საქართველოში, თუმცა ეს ხელისუფლების ბრალი არ არის.
"ქვეყანაში ბევრი გაჭირვებულია, თუმცა ამაში არ არის ხელისუფლების დანაშაული, ეს ჩვენი ხვედრია ბოლო წლების, ათწლეულების"- თქვა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, ეს არის ლაკმუსის ქაღალდი, რომ მთავრობის ეკონომიკური სტრატეგია არის სწორი. მისივე თქმით, შეიძლება პატარა გადაცდომები ყველას მოუვიდეს, თუმცა ძირითადი სტრატეგია და მიმართულება სწორია.
მასალის გამოყენების პირობები






