ომბუდსმენმა ტექნიკურ უნივერსიტეტში რექტორის არჩევის წესის დარღვევის ფაქტი დაადგინა
პოლიტიკა - 12:09, 24 Sep, 2016     1477
სახალხო დამცველმა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში რექტორის არჩევის წესის დარღვევის ფაქტი დაადგინა - ამის შესახებ უჩა ნანუაშვილის განცხადებაშია ნათქვამი.

სახალხო დამცველის აპატარი კიდევ ერთხელ განვმარტავს იმ გარემოებებს, რომელიც საფუძვლად დაედო უნივერსიტეტისადმი გაცემულ რეკომენდაციას.

"2016 წლის ივლისში საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში რექტორის არჩევის წესის დარღვევის ფაქტი დაადგინა. მოცემულ საკითხს რამდენიმე დღის წინ საჯარო განცხადებით გამოეხმაურასაქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. გვსურს კიდევ ერთხელ განვმარტოთ ის გარემოებები, რომელიც საფუძვლად დაედო უნივერსიტეტისადმი გაცემულ რეკომენდაციას.

არჩილ ფრანგიშვილი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობას ასრულებდა 2008–2009 წლების განმავლობაში, რის შემდეგაც 3–ჯერ 2009, 2012 და 2016 წლებში იქნა არჩეული რექტორად.

სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მესამე ვადით არჩევით დაირღვა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები და შეიზღუდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორობის სხვა კანდიდატების კანონიერი უფლება, შესაბამისად მან რეკომენდაციით მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ასევე ტექნიკური უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს.

სამინისტრომ არ გაიზიარა სახალხო დამცველის რეკომენდაცია, რის არგუმენტადაც მიუთითა ის გარემოება, რომ არჩილ ფრანგიშვილი რექტორის მოვალეობას ასრულებდა ზედიზედ 7 წლის ვადით, ის არ ყოფილა არჩეული ზედიზედ 2 უფლებამოსილების სრული ვადით (8 წელი), შესაბამისად, მისი კანდიდატად რეგისტრაციით არ დარღვეულა კანონის მოთხოვნები. აღსანიშნავია, რომ სამინისტრო წინააღმდეგობაში მოდის არა მხოლოდ კანონთან, არამედ მის მიერ მოხმობილ არგუმენტთანაც, ვინაიდან რექტორი 2016 წელს არჩეულ იქნა 4 წლის ვადით. შესაბამისად, აღნიშნული ვადის დასასრულს 11 წელზე მეტი იქნება დროის ის პერიოდი, რომლის განმავლობაშიც ის ასრულებდა რექტორის მოვალეობებს.

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე–3 პუნქტი ერთმნიშვნელოვნად ადგენს, რომ „დაუშვებელია სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი არჩეულ იქნეს ზედიზედ ორ ვადაზე მეტით, რაც არ უნდა აღემატებოდეს ძირითადი საგანმანათლებლო საფეხურის ხანგრძლივობის 2 ვადას“ (8 წელს). აღნიშნული მუხლი ზღუდავს ერთდროულად როგორც არჩევის ჯერადობას, ისე ხანგრძლივობას და რომელიმე მათგანის დარღვევა საკმარისია კანონთან წინააღმდეგობის წარმოსაშობად. ხსენებული მუხლის მიზანს წარმოადგენს ერთი პირის მიერ უნივერსიტეტის გაუმართლებლად ხანგრძლივი ვადით მართვის თავიდან აცილება.

ვერ გავიზიარებთ უნივერსიტეტის მტკიცება იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული საკითხების შესწავლა არ შედის სახალხო დამცველის მანდატში. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს. შესაბამისად, ის არის ადმინისტრაციული ორგანო/საჯარო დაწესებულება და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერების შეფასება, როცა ის ზღუდავს სხვათა უფლებებს, ომბუდსმენის უფლებამოსილების ნაწილია. ამავდროულად, კანონმდებლობა სახალხო დამცველს არ უკრძალავს განიხილოს ის განცხადებები/საჩივრები, რომლებთან დაკავშირებითაც იმავდროულად სასამართლო დავა მიმდინარეობს" - ნათქვამია განცხადებაში.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42