რუსთავი 2-მა პატრიოტთა ალიანსის საარჩევნო რგოლი ეთერიდან მოიხსნა - გვარამიას საგანგებო განცხადება
პოლიტიკა - 10:28, 24 Sep, 2016     14143
პატრიოტთა ალიანსის საარჩევნო რგოლი, რუსთავი2-ის ეთერიდან მოიხსნა. შესამაბისი გადაწყვეტილება არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ მიიღო, მიზეზად ინაშვილის პარტიის მხრიდან ანტითურქული კამპანია დაასახელა.

"ბოლო ორი დღის განმავლობაში, ტელეკომპანია რუსთავი2-ის ეთერით, რამდენჯერმე (სულ 6-ჯერ) უფასო საარჩევნო რეკლამის განთავსების ვალდებულების ფარგლებში, გადაიცა პატრიოტთა ალიანსის საარჩევნო რგოლი, რომელიც ატარებს ღიად ანტითურქულ ხასიათს, აღვივებს ეთნიკურ შუღლს და წარმოადგენს ქსენოფობიის პროპაგანდას. აღნიშნული ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და კანონმდებლობას და, რაც ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რუსთავი2-ის სარედაქციო პოლიტიკას, რომლის კარდინალურ ხაზს ეთნიკური შუღლის გაღვივების და ქსენოფობიის და დისკრიმინაციის ყველა სხვა ფორმის წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს.

"სამწუხაროდ, შინაარსის ლეგალურ კონტროლზე პასუხისმგებელი პირები არ იმყოფებოდნენ სამუშაო ადგილზე და არც მე, ტელეკომპანიის გენერალურ დირექტორს, მქონდა შესაძლებლობა, თვალყური მიმედევნებინა არხის ეთერისთვის ბოლო ორი დღის განმავლობაში, ქვეყანაში არყოფნის გამო.

"სრულად ვაცნობიერებთ ჩვენს შეცდომას და სრულად ვიღებთ პასუხისმგემბოლბას საკუთარ თავზე. ტელეკომპანია რუსთავი2-ის სახელით, ბოდიშს ვუხდი თურქეთის სახელმწიფოს, საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ თურქებს და ყველა ჩვენს მაყურებელს, რომელიც ჩვენი ერთგული, პირველ რიგში, ჩვენი სარედაქციო ფასეულობების გამოა.

"რაც შეეხება ზემოხსენებულ საარჩევნო რგოლს, იგი მოხსნილია ეთერიდან, რის შესახებაც ხვალ წერილობით ეცნობება მის განმთავსებელ სუბიექტს - პატრიოტთა ალიანსს.
კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს," - ნათქვამია გვარამიას განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42