"ყურით მოთრეული თემაა. გული უსკდებათ საქართველოში არ ჩამოვიდე... სინდისიც კარგი საქონელია, რა შუაში იყო იქ ლორთქიფანიძე. ალბათ უნდათ, რომ ლორთქიფანიძე შეაშინონ, რომ საქართველოში არ ჩავიდეს, მაგრამ საქმეს თუ დასჭირდა მას ვერ შეაშინებენ", - განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, ლორთქიფანიძე მაშინ უფროსი და გადაწყვეტილების მიმღები არ იყო.
სააკაშვილმა 26 მაისის ღამეც გაიხსენა.
"იყო საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, ეს არ იყო სააკაშვილის ზეიმი, პირადი ახირება. ეს იყო საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, ნაომარი, ოკუპირებული ქვეყნის ეროვნული დღესასწაული და ამ დღესასწაული სათანადო დონეზე ჩატარება, ეროვნული ღირსების და ჩვენი ერის გადარჩენის საღამო იყო. პუტინის დაკვეთით, კი ნინო ბურჯანაძემ და მისმა გუნდმა გააკეთა ის რაც გააკეთა, სამწუხაროდ ამ ფაქტს შეეწირნენ პოლიციელები, რა თქმა უნდა შესაძლოა იქ ვიღაცამ ძალასაც გადააჭარბა, ეს შეიძლება ასეც იყო, მაგრამ ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა ეკისრებოდათ პოლიტიკურ ლიდერებს"- თქვა სააკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






