ვარშავაში საქართველოს ციხეებსა და სხვა დახურული ტიპის დაწესებულებებში ადამიანის უფლებების თემაზე ღონისძიება გაიმართა
პოლიტიკა - 17:48, 23 Sep, 2016     1239
2016 წლის 22 სექტემბერს, ქ. ვარშავაში, ადამიანის უფლებების საკითხზე ეუთოს ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით და ეუთო-ში აშშ-ს, კანადის, დიდი ბრიტანეთის, ნორვეგიის, შვედეთის და ლიტვის მუდმივი წარმომადგენლობების თანასპონსორობით გაიმართა პარალელური ღონისძიება (side event) საქართველოს ციხეებსა და სხვა დახურული ტიპის დაწესებულებებში ადამიანის უფლებების თემაზე.

საქართველოს პენიტენციარული სისტემაში გატარებული რეფორმირების შესახებ პრეზენტაციები წარმოადგინეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, აგრეთვე, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისისა და არასამთავრობო ორგანიზაცია - „ციხის საერთაშორისო რეფორმის“ (PRI) წარმომადგენლებმა.

ღონისძიების მონაწილეებს საშუალება მიეცათ დეტალურად გაცნობოდნენ საქართველოს ციხეებსა და სხვა დახურული ტიპის დაწესებულებებში არსებულ გამოწვევებს, ვითარების გაუმჯობესების მიზნით, სახელმწიფოს მიერ გატარებულ რეფორმებსა და მიღწეულ შედეგებს. აგრეთვე, სტუმრებმა მიიღეს ინფორმაცია ამ პროცესებში საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის ჩართულობასთან დაკავშირებით.

შეხვედრაზე ნაჩვენები იყო დამოუკიდებელი რეჟისორის, ალექსანდრე ქორიძის მიერ მე-16 დაწესებულების შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის ნაწყვეტი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42