„შარვაშიძე უკვე იყო პოლიტიკურად დანიშნული რექტორი, აკადემიურმა საბჭომ ამის ლეგალიზება მოახდინა, ამით მთელი პასუხისმგებლობა მასზე გადავიდა. რა თქმა უნდა ეს არის მთლიანად პოლიტიკურად ანგაჟირებული პროცესი და ეს გამოიწვევს ძალიან დიდ დესტაბილიზაციას უნივერსიტეტში. უნივერსიტეტში არ იქნება სასწავლო პროცესი და ის განაგრძობს ბრძოლას იმისთვის, რომ მოიპოვოს ღირსეული განვითარების გზა“, - აღნიშნა გიორგი ბარამიძემ.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი შარვაშიძე გახდა. მას მხარი აკადემიური საბჭოს 36 წევრისგან მხარი 21- მა დაუჭირა.
შარვაძის რექტორად დანიშვნას აპროტესტებენ სტუდენტებიც და საპროტესტო აქციებითაც იმუქრებოდნენ.
მათი თქმით, შარვაშიზე იყო სამ გზის მინისტრის მოადგილე და შესაძლოა, გავლენა ჰქონდეს სახელმწიფოსგან და უნივერსიტეტის დამოუკიდებლობას შეუქმნას საფრთხე.
115-ე აუდიტორიის წევრების განცხადებით, უნივერსიტეტის რექტორად გიორგი შარვაშიძის არჩევის გამო 26 სექტემბერს აქციის გამართვას აპირებენ.
მასალის გამოყენების პირობები






