დავით ზალკალიანმა ღონისძიებაში "მშვიდობიანი, სამართლიანი და ინკლუზიური საზოგადოებები მდგრადი განვითარებისთვის" მიიღო მონაწილეობა
პოლიტიკა - 16:35, 23 Sep, 2016     1067
საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ მონაწილეობა მიიღო ღონისძიებაში "მშვიდობიანი, სამართლიანი და ინკლუზიური საზოგადოებები მდგრადი განვითარებისთვის"

ქ. ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო გაეროს განვითარების პროგრამის სამდივნოს მიერ ორგანიზებულ მაღალი დონის ღონისძიებაში "მშვიდობიანი, სამართლიანი და ინკლუზიური საზოგადოებები მდგრადი განვითარებისთვის".

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ისაუბრა საქართველოს მიერ სახელმწიფო სერვისების, ციფრული ადმინისტრირებისა და ღია მართველობის სფეროებში განხორციელებული რეფორმების თაობაზე. მან ასევე, აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობამ წამოიწყო მდგრადი განვითარების მიზნების (2030 Agenda), მე-16 მიზნის განხორციელება, რომლის მიზანიცაა „ყველა დონეზე ეფექტიანი, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუტების შექმნის“ პრიორიტეტიზაცია.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ღონისძიების მონაწილეებს გააცნო აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ შექმნილი რთული ვითარება. მისი განცხადებით, საქართველოს მიერ განვითარებისა და რეფორმებით მიღწეული პროგრესის სრულფასოვნად ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე გავრცელება, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციის გამო ვერ ხერხდება. მან აღნიშნა, რომ საოკუპაციო რეჟიმის მიერ მავთულხლარეთებითა და ხელოვნური ბარიერებით გახლეჩილი საზოგადოებების მიუხედავად, საქართველოს მთავრობა ჩართულობის თანმიმდევრული პოლიტიკით უზრუნველყოფს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს, ჰქონდეთ საშუალება ისარგებლონ იმავე უფლებებითა და შეღავათებით, როგორც ნებისმიერმა საქართველოს მოქალაქემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42