ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობაში დაპირისპირებაა - ჩირიკბა გადადგომის მიზეზებზე ალაპარაკდა
პოლიტიკა - 15:04, 23 Sep, 2016     2327
თანამდებობიდან გადაყენებული ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ ჩირიკბა აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას გამოეხმაურა და თანამდებობიდან წასვლის მიზეზების მისეული ვერსია წარმოადგინა.

ჩირიკბას თქმით, ის ეთანხმება განცხადებაში მოყვანილ საკითხს, რომ ქვეყნის საგარეო კურსს პრეზიდენტი განსაზღვრავს, ხოლო საგარეო პოლიტიკის განხორციელება საგარეო საქმეთა სამინისტროს და ამ უწყების ხელმძღვანელს ევალება, თუმცა როგორც ჩირიკბა აცხადებს, ამ ფონის გათვალისწინებით მისთვის გაუგებარია, რატომ არიდებდა პრეზიდენტი მთელი თვის განმავლობაში მასთან შეხვედრას თავს, მიუხედავად იმისა, რომ მთელი რიგი აქტუალური საკითხები მის დაუყოვნებლივ ყურადღებას ითხოვდა.

„განცხადებაში ნათქვამია, რომ მთავარი მიზეზი ჩემი უარი გახდა დნესტრისპირეთის მოლდავურ რესპუბლიკაში აფხაზეთის დელეგაციის ხელმძღვანელობაზე. თუმცა ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ჩემი მინისტრის თანამდებობიდან ჩამოშორება გადაწყვეტილი იქნა ამ მოვლენებამდე გაცილებით ადრე. ამ გამგზავრებამდე ერთი თვით ადრე და ამ თარიღის შემდეგაც პრეზიდენტი და პრემიერ მინისტრი ძალისხმევას არ იშურებდნენ, რომ მათი შერჩეული კანდიდატებიდან ვინმე დათანხმებოდა მინისტრის პოსტის დაკავებას. შერჩეული კანდიდატების მხრიდან მოულოდნელმა უარმა აიძულა ისინი, რომ ჩემი გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების განხორციელება გადაედოთ.

აუცილებელია კომენტარი გავაკეთო ჩემს მიერ პრეზიდენტის ბრძანების შეუსრულებლობაზეც. ყოველგვარი წერილობითი განკარგულების და ჩემთან დაკავშირების გარეშე, პრეზიდენტმა თავისი პროტოკოლის ხელმძღვანელის მეშვეობით დამავალა დნესტრისპირეთში წასვლა, ჩემს მიღებაზე კი მდივნის მეშვეობით, ისევ უარი მითხრა. დაგეგმილ ვიზიტამდე ერთი დღით ადრე სერიოზული ჰიპერტენზიული შეტევა დამემართა, ამ სიტუაციაში მე ვერ შევძელი მიმეღო დნესტრისპირეთში გამგზავრების გადაწყვეტილება , რადგან მგზავრობა რამდენიმე გადაფრენას ითვალისწინებდა. ჩემი მცდელობა დავკავშირებოდი პრეზიდენტს, რათა შექმნილი სიტუაცია განმეხილა, კვლავ წარუმატებელი აღმოჩნდა. ასეთ ვითარებაში , მე ვთხოვე ჩემს მოადგილეს, რომ წასულიყო დნესტრისპირეთში და დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობა მიეღო. ამას ცოტა ხანში მოჰყვა პრემიერ-მინისტრის ზარი, რომელმაც გაუწია რა იგნორირება ჩემი ჯანმრთელობის პრობლემებს, მე უხეში ტონით დამადანაშაულა თვითნებობაში. ამ საუბრის შემდეგ ჩემი მდგომარეობა გართულდა და ჩემი თანამშრომლების მიერ გამოძახებულმა ექიმებმა დაადასტურეს, რომ მდგომარეობა ახლოს იყო ჰიპერტენზიულ კრიზთან.“- აცხადებს ჩირიკბა, ყოფილი ე.წ მინისტრი დეფაქტო პრემიერ-მინისტრსაც აკრიტიკებს და აცხადებს, რომ განათლებით იურისტმა პრემიერმა, უნდა იცოდეს, რომ საგარეო პოლიტიკა პრეზიდენტის და საგარეო საქმეთა მინისტრის პრეროგატივაა და პრემიერი ამ საკითხებში არ უნდა ჩაერიოს. ჩირიკბას თქმით, ის უფლებამოსილი იყო, რომ თავისი უფლებების დელეგირება მის მოადგილეზე მოეხდინა. ჩირიკბა ასევე უარყოფს იმ ფაქტსაც, რომ მან უარი გამგზავრებაზე სავარაუდო დეპორტაციის და ევროპის ქვეყნებში შესვლის გართულების შიშის გამო თქვა.

ჩირიკბას თქმით, მან არ იცის რეალური მიზეზი თუ რატომ მოხდა მისი საგარეო უწყებიდან ჩამოშორება, თუმცა როგორც ის აცხადებს „მიზეზი კარგად იციან პრეზიდენტმა, პრემიერმა და მათმა მრჩეველებმა“ , ე.წ ყოფილი მინისტრის თქმით, ამ მოვლენების შემდეგ პრემიერის და პრეზიდენტის მხრიდან მისი იგნორირება გრძელდებოდა, რამაც ის იძულებული გახადა გათავისუფლების შესახებ განცხადება თავად დაეწერა.

„ჩემი საქმე ყოველგვარი მადლიერების სიტყვების და უბრალო ხელის ჩამორთმევის გარეშე დაიხურა. რას ვიზამთ, როგორც ფაზილ ისკანდერის ერთ-ერთი პერსონაჟი იძახის „ალბათ, მათ ასე ასწავლეს!“- აცხადებს ჩირიკბა და იმედს გამოთქვამს, რომ მისი ყოფილი უწყება მუშაობას წარმატებულად გააგრძელებს, ამასთანავე მზადყოფნას გამოთქვამს საჭიროების შემთხვევაში, თავისი გამოცდილებით, განათლებით და საერთაშორისო კონტაქტებით ისევ დაეხმაროს უწყებას და მომავალ მინისტრს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42