,,გირჩის“ წერილი ივანიშვილს და კვირიკაშვილს - ,,გვაქვს რჩევა, მოხსენით ვაკეში კანდიდატი“
პოლიტიკა - 12:44, 23 Sep, 2016     5439
„ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“ ბიძინა ივანიშვილს და გიორგი კვირიკაშვილს ღია წერილით მიმართავს და ვაკის მე-2 ოლქში „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი მაჟორიტარობის კანდიდატის ბიძინა გეგიძის მოხსნას ურჩევს. როგორც „გირჩი“ აცხადებს ამით ბიძინა ივანიშვილი თავიდან აიცილებს საკადრო პოლიტიკაში კიდევ ერთ შეცდომას:

„ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის“ ღია წერილი ბატონებს ბიძინა ივანიშვილს , გიორგი კვირიკაშვილს

ბატონებო, ვაკის მე-2 ოლქის მაჟორიტარულ არჩევნებში ერთმანეთს უპირისპირდებიან თქვენი ბიძინა გეგიძე და ჩვენი ზურა ჯაფარიძე.

დარწმუნებული ვართ, ბატონი ბიძინა გეგიძე კარგი ადამიანია და რაგბიც ჩვენი თამაშია. რეალობის გათვალისწინებით, საკანონმდებლო ორგანოშიც ყველაზე ცუდი პარლამენტარი სავარაუდოდ არ იქნება.

ზურა ჯაფარიძე ის პოლიტიკოსია, რომელმაც ოთხ წელიწადში დაამტკიცა, რომ არასწორი ნაბიჯების გამოცნობა, შედეგების წინასწარმეტყველება და ამის შესახებ დროულად გაფრთხილება შეუძლია. აღიარება საჭირო არ არის, მაგრამ მშვენივრად იცით, რომ წინასაარჩევნო პერიოდის ყველა აქტუალური თემა ზურას შექმნილია.

გარდა ამისა, ზურამ შეასრულა „გირჩის“ შექმნის დროს გაცემული დაპირება და კუთვნილი ადგილი პარტიულ სიაში თანამოაზრეებს დაუთმო. თუ არა ხელისუფლების ადმინისტრაციული რესურსი და მოსახლეობის აპათია პოლიტიკისადმი, რაც ხელისუფლების დამსახურებითაა გამოწვეული, ბატონ ბიძინას პოლიტიკურ მოედანზე ზურასთან ისეთივე შანსი ექნებოდა, როგორც ზურას ბიძინასთან რაგბის მოედანზე.

ვაკეს პარლამენტში სჭირდება პრინციპებისა და ღირებულებების მქონე კომპეტენტური პოლიტიკოსი.

ბატონო ბიძინა, თქვენივე აღიარებითაც უამრავი საკადრო შეცდომა გაქვთ დაშვებული. მხოლოდ მცირე ჩამონათვალია ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირები: პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, თბილისის მერი დავით ნარმანია.

ბატონებო, გვაქვს წინადადება, თუ გნებავთ რჩევა. მოხსენით ვაკეში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი. ეს შეჯიბრი და მასში ბატონი ბიძინას გამარჯვება იქნება უსამართლობის დემონსტრირება, ვაკელების მორიგი იმედგაცრუება და თქვენი კიდევ ერთი შეცდომა.

პატივისცემით,

„ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42