დავით ნარმანია ბოტანიკური ბაღების საერთაშორისო საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა
პოლიტიკა - 12:39, 23 Sep, 2016     1275
თბილისის მერი დავით ნარმანია ბოტანიკური ბაღების საერთაშორისო საბჭოს გენერალურ მდივანს, დოქტორ პოლ სმიტს შეხვდა. თბილისის მერიაში გამართულ შეხვედრას მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი ნინო სულხანიშვილი და საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორი თამაზ დარჩიძე დაესწრნენ.

შეხვედრაზე საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის განვითარების გრძელვადიანი გეგმის მომზადებაზე ისაუბრეს და ამ მიმართულებით საერთაშორისო მხარდაჭერის ცალკეული საკითხები განიხილეს. დავით ნარმანიამ გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავების პროცესში ბოტანიკური ბაღების საერთაშორისო საბჭოს გამოცდილების გაზიარებაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, საბჭოსთან თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ისეთი პროექტების წარმატებით განხორციელებას, რომელიც ბაღს განვითარებისა და ბიომრავალფეროვნების გაზრდის შესაძლებლობას მისცემს.

დოქტორმა პოლ სმიტმა შეხვედრა ნაყოფიერად შეაფასა და ბოტანიკური ბაღის საჭიროებების კვლევისა და სტრატეგიის მომზადების პროცესში საერთაშორისო საბჭოს აქტიური ჩართვის მზადყოფნა გამოთქვა.

ბოტანიკური ბაღების საერთაშორისო საბჭოს (BGCI) გენერალური მდივანი, დოქტორი პოლ სმიტი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით, 22-23 სექტემბერს, ეროვნული ბოტანიკური ბაღის მოწვევით იმყოფება.

ვიზიტის მიზანია საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიის მომზადების პროცესში ბოტანიკური ბაღების საერთაშორისო საბჭოს ჩართულობა და ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება. საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი 1998 წლიდან BGCI-ის წევრია, ხოლო დროებით შეწყვეტილი წევრობის სტატუსი მას 2016 წელს განუახლდა. წლების განმავლობაში ბოტანიკური ბაღი ჩართულია ბოტანიკური ბაღების საერთაშორისო საბჭოს ეგიდით მიმდინარე სხვადასხვა სამეცნიერო-კვლევით პროექტში. მათ შორის, მნიშვნელოვანია, იშვიათი ენდემური მცენარის - ქართული ნუშის პოპულაციების აღწერასა და თესლის ბანკის შექმნასთან დაკავშირებული პროექტი, რომელიც საბჭოსთან თანამშრომლობით ამჟამად ხორციელდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42