საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის მიერ გავრცელებულ წერილს „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ბერძენიშვილი ეხმაურება. ბერძენიშვილის განცხადებით, ეს არის დოკუმენტი, რომელიც მატკიცებს, რომ ივანისვილს მათთან ერთად საქმეების კეთება აინტერესებდა:
"ქვეყანას ამდენი მატყუარა არ ჰყავს, ქვეყანას ჰყავს ახლა ერთი მატყუარა, არ ვიცი რატომ აიკვიატა ერს ამბავი, რატომ ტყუის ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ ამ დოკუმენტიდანაც კარგად ჩანს, სინამდვილეში როგორი იყო ურთიერთობები. იყო პარტნიორული ურთიერთობები, იყო მცდელობა მათი მხრიდან "რესპუბლიკელების" და "ქართული ოცნების" ორპარტიული კოალიციის შექმნის, თუმცა სხვებიც მიიღებდნენ მონაწილეობას, მაგრამ ღერძი პარტიები ეს იქნებოდა. ამის შესახებ, როცა ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ მე "რესპუბლიკელებს" როგორ დავავალებდი რამეს, არის დოკუმენტი, რომელიც ამტკიცებს, რომ დიახ, ავალებდა, სთხოვდა, აინტერესებდა ჩვენთნ ერთად საქმეების კეთება და გაუკეთებია ადრე. ახლა რატომ ტყუის არ ვიცი. დოკუმენტებთან ბრძოლა ძნელია." აცხადებს ლევან ბერძენიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






