„მარაოზე გადაცემა „პომადა“ შემომეფეთა შემთხვევით, Nina Tskrialashvilii გეთქვა „ჩემი მშვენიერი ლედის“ თუ აკეთებდი, რა მაგარია... ეჰ, სად იყო ამდენი სპონსორი ჩემს დროს, 16 წლის წინ“ - წერს ია ფარულავა.
ნინა წკრიალაშვილის პასუხს არ დაუყოვნებია და მსახიობს სიახლე შემდეგი მესიჯით „ახარა“
„სპონსორები ოქტომბრიდან ნახე შენ!“...
საუბარში მალე ეკო ფანგანიც ჩაერთო შემდეგი ტექსტით : „მეც მაქვს ეგეთი რუბრიკა, რა ხანია თან “.
ამ კომენტარმა როგორც ჩანს ნინა წკრიალაშვილი ააღელვა.
ნინა წკრიალაშვილი: „ეკო, მე არ ვარჩევ გადაცემებს. შენი გარდერობიც ჩემს მერე გავიდა და სულაც არ მიფიქრია რომ ჩემგან წაიღე, თემაა ისეთი რაც ყველას აინტერესებს. ჩემგა არ გესწავლებათ რა თქმა უნდა ორივეს“.
Ekaterina Pangani Nina Tskrialashvili გარდერობი მე სად წავიღე? 3 წელია ასე ქვია ჩემ რუბრიკას (ნუ მე რაც იქ ვარ) აქტუალურ თემებზეც გეთანხმები და თან იას ვუპასუხე, მის "მშვენიერ ლედიზე", იმიტომ
რომ გავს მის ძველ გადაცემას, ჩემი ერთ-ერთი რუბრიკა.
შენი ახალი გადაცემა არ მინახავს ჯერ, მაგრამ ძალიან მაინტერესებს და აუცილებლად ვნახავ..
ამ საუბარს იას თაყვანისმცემელთა კომენტარები უხვად მოჰყვა.
„როგორ მიყვარდა თქვენი გადაცემა ჩემი მშვენიერი ლედი... ქალბატონებს რომ ალამაზებდით და აბედნიერებდით... შუა გადაცემის დროს თუ შუქი ჩაქრებოდა და ვერ ვნახავდი როგორი იყო გალამაზებული გმირი,როგორ გული მწყდებოდა.ბავშვობა გამახსენდა, მადლობა ამისთვის“.
„მეც როგორ მინდოდა იასთან გადაცემაში მისვლა.ველოდებოდი......იქნებ გააკეთო გადაცემა.სპონსორები გამოჩნდებიან“...
მასალის გამოყენების პირობები






