"ამის მოთმენას აღარ ვაპირებ! საზოგადოება იმსახურებს სიმართლე იცოდეს"- უსუფაშვილი ივანიშვილს პასუხობს
პოლიტიკა - 10:07, 23 Sep, 2016     19547
საქართთველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი კიდევ ერთხელ პასუხობს ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის მხრიდან მისი მისმართით გაჟღერებულ ბრალდებას და აცხადებს , რომ თუ ბიძინა ივანიშვილის "რესპუბლიკელებთან" „პინგ-პონგის"-ს რეჟიმში ბრალდებების ურთიერთგაცვლა არ მოსწონს, თავად უსუფაშვილს „ცალ კარში“ თამაში არ ხიბლავს. "დღეს უკვე ამის მოთმენას აღარ ვაპირებ!"-წერს უსუფაშვილი და დოკუმენტს ასაჯაროებს, რომელიც ყოფილ და მოქმედ პრემიერებისადმი მიწერილ წერილს წარმოადგენს:

„მაშინ, როდესაც საუბარი იყო სახელმწიფოზე, პოლიტიკურ პროცესებზე და ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე, მე ბრალი დამდეს არაკაცობაში, უსაქმურობაში, არასახელმწიფოებრივად მოქმედებაში და ცუდ პარტნიორობაში, მე განვმარტე საქმის ჭეშმარიტი ვითარება. ჩემს განმარტებას სიცრუე უწოდეს, წინა ბრალდებებს ესეც მიამატეს და ყოველდღე იმეორებენ. და ეს ხდება მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ მოვუწოდე ყველას, შეეწყვიტათ პერსონალური თავდასხმები და გველაპარაკა პოლიტიკურად.დღეს უკვე ამის მოთმენას აღარ ვაპირებ! არ ვაპირებ იმიტომ რომ, არჩევნებია და ამომრჩეველმა თავად უნდა განსაჯოს რაშია საქმე და სადაა სიმართლე! გაგაცნობთ ერთ დოკუმენტს, იმ მრავალთაგან, რომელიც ნათლად მეტყველებს, ვინ აზროვნებდა სახელმწიფოებრივად, ვინ ზრუნავდა სახელმწიფოზე, ქვეყანაზე, კოალიციაზე, ჩვენს მიერ ერთად გაკეთებული საქმის გაფრთხილებაზე, ცივილიზებულ ურთიერთობების შენარჩუნების აუცილებლობაზე, ურთიერთპატივისცემაზე... დიახ, ჩემი და ბიძინა ივანიშვილის დაპირისპირება არაფერს არ რგებს საქმეს და ქვეყანას. მაგრამ თუ მას „პინგ-პონგი“ არ მოსწონს, მე კიდევ „ცალ კარში“ თამაში არ მხიბლავს... მე არ ვაქვეყნებ პირად წერილს. მე არ ვასაჯაროებ სახელმწიფო საიდუმლოს. მე ვაქვეყნებ იმ წერილს, რომელშიც ჩვენი დღევანდელობისთვის და მომავლისთვის მნიშვნელოვან ფაქტებზეა საუბარი. საზოგადოება, მითუმეტეს არჩევნების წინ, იმსახურებს იცოდეს სიმართლე და არ დარჩეს მხოლოდ ტირაჟირებული სიცრუის ამარა.“- წერს უსუფაშვილი და ყოფილ და მოქმედ პრემიერებისადმი მიწერილ წერილს ასაჯაროებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42