„ძალიან სუსტია ხელისუფლება, რომელსაც კრიტიკის მოსმენა არ შეუძლია. ასეთი იყო ნაციონალური მოძრაობა და ასეთია დღეს ქართული ოცნებაც. პირადად ბიძინა ივანიშვილი განსხვავებულ აზრს ვერ ეგუება. ივანიშვილი იგივე ლექსიკას იყენებს, რასაც მიხეილ სააკაშვილი მიმართავდა საკუთარი თანამოქალაქეების მიმართ. არც ერთი პასუხისმგებლიანი ლიდერი არ იკადრებს მთელი სამოქალაქო საზოგადოება, ადამიანები, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაოებენ ასეთი შეურაცხმყოფელი სიტყვებით დაახასიათოს“ - ასე აფასებს პაატა ბურჭულაძე ბიძინა ივანიშვილის განცხადებას.
„დემოკრატიულ ქვეყნებში ხელისუფლება არასამთავრობო ორგანიზაციებს თავის პარტნიორად აღიქვამს. ამიტომ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ არასამთავრობო ორგანიზაციებს იმ მნიშვნელოვან საქმეში, რომელსაც ისინი ემსახურებიან.“ - ნათქვამია პაატა ბურჭულაძის განცხადებაში
მასალის გამოყენების პირობები






