შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით გათვალისწინებული დღის წესრიგის ყველა მიმართულებით წარმატებულ მიმდინარეობას. აღინიშნა საქართველოში სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის უაღრესად ნაყოფიერი ვიზიტი და ხაზი გაესვა ვიზიტის ფარგლებში ხელმოწერილი საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გაღრმავების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმის პრაქტიკულ მნიშვნელობას.
მხარეებმა, ასევე, ვრცლად მიმოიხილეს რეგიონში მიმდინარე პროცესები.
ამერიკულმა მხარემ პოზიტიურად შეაფასა საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული საქმიანობა, განსაკუთრებით, ქვეყნის ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების კუთხით. დადებითად შეფასდა საქართველოში არსებული წინასაარჩევნო გარემო და ის ნაბიჯები, რომელსაც საქართველოს მთავრობა დგამს სახელმწიფოს დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა.
მასალის გამოყენების პირობები






