"ბიძინა ივანიშვილს ნიურნბერგის პროცესის მნიშვნელობაც ბოლომდე გაცნობიერებული არ აქვს, ბიძინა ივანიშვილი ორ არგუმენტში დაიკარგა , თქვა, რომ იმდენი თანამდებობის პირია დაკავებული, რამდენიც არცერთ ქვეყანაში არ ყოფილა, იმავდროულად განაცხადა, რომ საზოგადოება იმაზეა გაბრაზებული, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ისევ არსებობსო. იმიტომ რომ ჩვენი საზოგადოება, ვინმეს პატიმრობას კი არ ითხოვდა, არამედ ითხოვდა პასუხებს კითხვებზე, რომელიც 10 წლის განმავლობაში დაუგროვდათ. იმ ადამიანებს, რომლებიც რეჟიმს ებრძოდნენ და რეჟიმის მსხვერპლი ხდებოდნენ, უმძიმესად დარბეული მანიფესტაციების და მიტინგების დროს. ასეთი დანაშაული არ ხდება იმიტომ , რომ ვიღაც ერთი ადამიანი გადაწყვეტს კანონის დარღვევას. ესეთი დანაშაული, დანაშაულებრივი სისტემის მიზეზია. ამიტომ რამდენჯერაც არ უნდა გამოიტანოს ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ გამამტყუნებელი განაჩენი სასამართლომ, ეს განაჩენები არის მართალი და მას კიდევ უფრო მეტი დანაშაული აქვს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილი, ამავდროულად ეს რჩება ერთი ადამიანის, ვანო მერაბიშვილის ბრძანებით ჩადენილი. სინამდვილეში კი ვიცით, რომ ეს ესე არ ყოფილა, არც ვანო მერაბიშვილი, არც ზურაბ ადეიშვილი, არც გიგი უგულავა ცალკე აღებული არ იღებდნენ იმ გადაწყვეტილებებს, ეს იყო ერთიანი დანაშაულებრივი სისტემის სხვადასხვა რგოლები და სწორედ ამაზე პასუხი სჭირდებოდა საზოგადოებას. სისტემურ დანაშაულებზე პასუხის გაცემის შემდეგ ხდებოდა საზოგადოების და პოლიტიკური პროცესების დამშვიდება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და ყველა შემდეგი ხელისუფლებისთვის ეს ხდებოდა მაგალითი."- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
მასალის გამოყენების პირობები






