მხარეებმა მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე, ქვეყანაში არსებულ მდგომარეობასა და წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობაზე ისაუბრეს. ასევე, განიხილესრეგიონში არსებული ვითარება და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხები.
დელეგაციის შემადგენლობაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ხოსეიგნაციო სანჩეს ამორი, პოლიტიკურ საკითხთა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გუგლიერმო პიკი და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეისგენერალური მდივანი, რობერტო მონტელა შედიან. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისია შეხვედრებს პოლიტიკური პარტიებისხელმძღვანელებთან მართავს.
ვიზიტის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან, თამარ ჟვანიასთან.
მასალის გამოყენების პირობები






