"პრემიერს ძალიან მნიშვნელოვანი გამოსვლა ჰქონდა გაეროში. ვფიქრობ,რომ ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტები იყო დასმული მის სიტყვაში, პირველ რიგში, მთავარი ნაწილი დაეთმო იმ მიღწევებს, რომელიც საქართველოს აქვს სხვადასხვა მიმართულებით, იქნება ეს მაგალითად, კანონის უზენაესობის, დემოკრატიის განვითარების თუ ეკონომიკის განვითარების მიმართულებით. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც აზიის და ევროპის დამაკავშირებელ, ასე ვთქვათ, რეგიონს, სადაც მომავალი ოთხი წლის განმავლობაში სერიოზულად განვითარდება ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ აი ამ აბრეშუმის გზის ფუნქციის განხორციელება ეფექტურად მოხდეს და, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტები გაკეთდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე, იმაზე, რომ რუსეთი აგრძელებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების პირობების დარღვევას და იმაზე, თუ გაეროს რა შეუძლია გააკეთოს, მაგალითად დევნილ პირებთან მიმართებით ეფექტური ზომების მისაღებად. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე მოხდა ყურადღების გამახვილება პრემიერის გამოსვლაში"- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გაერო-ში საქართველო წარმოაჩინა, როგორც საერთაშორისო პროცესების სრულფასოვანი მონაწილე და პარტნიორი, - ეს განცხადება კი „ქართული ოცნება-დემოკრატიული“ საქართველოს წარმომადგენელმა დიმიტრი ცქიტიშვილმა გააკეთა.
„პრემიერ-მინისტრი შეეხო ყველა იმ პრობლემურ საკითხს, რომელიც საქართველოს წინაშე დგას. და რაც მთავარია, გიორგი კვირიკაშვილმა გაერო-ში საქართველოს წარმოაჩინა, როგორც საერთაშორისო პროცესების სრულფასოვანი მონაწილე და პარტნიორი. უნდა აღვნიშნოთ, რომ პრემიერი შეეხო ისეთ საკითხებს, როგორიც არის მიმდინარე რეფორმები ქვეყანაში. მან ხაზი გაუსვა ქვეყანაში წინასაარჩევნო გარემოს, რომელიც დემოკრატიული განვითარების, დემოკრატიული სტანდარტების, ახალი კულტურის ჩამოყალიბების ერთ-ერთი ინდიკატორია”, - განაცხადა ცქიტიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






