ოპოზიციის მსგავსად, პრემიერის გამოსვლა არ მოსწონთ ანალიტიკოსებსაც.
ნოდარ ხარშილაძის განცხადებით, გიორგი კვირიკაშვილის სიტყვა, ნეგატივზე აგებული წინასაარჩევნო კამპანიაა.
„რთულია რაციონალური და ლოგიკური არგუმენტის გაგება თუ რატომ იბრალებს საქართველო ისეთ ტიტულებს და შემდეგ ძალიან რთულად დასავიწყარ დანაშაულებებს, როგორიც არის ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა ან წინაზე როგორც იყო ტერორიზმი დაბალხარისხიანი სერიალი ჰეროკრატია, ამასთან ერთად 26 მაისის ახლა გახსენება, სამწუხაროდ პრემიერიც ჩაება ამ ყველაფერში, პრემიერის გამოსვლა ამ თემაზე გაეროში და ეს ყველაფერი არის ის, რომ წინასაარჩევნო კამპანიას ისევ ნეგატივზე აგებს დღეს ქართული ოცნება,“-განაცხადა ნოდარ ხარშილაძემ.
საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის ხელმძღვანელი თორნიკე შარაშენიძე ამბობს, რომ კვირიკაშვილმა საგარეო პოლიტიკის ნაცვლად შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებაზე საუბარზე დახარჯა დრო.
მისი თქმით, მ მმართველი გუნდი ვერ გასცდა შიდა პოლიტიკური კინკლაობის რეჟიმს.
„ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ წამება იყო ოთხი წლის წინ, წინა ხელისუფლების დროს. გავიდა იმის მერე დრო, ახალი არჩევნები მოახლოვდა და ისევ გვესმის რომ იყო წამება, ოღონდ გვესმის ახლა გაეროს ტრიბუნიდან. გაეროს ტრიბუნა წესით არ არის ის ადგილი, რომ ილაპარაკო იმაზე რა იყო წინა მთავრობის დროს. ჩნდება შეგრძნება, რომ ეს მთავრობა ახლაც არის ნაციონალურ მოძრაობასთან კამათის ფორმატში და კამათის რეჟიმი გრძელდება გაეროშიც. გაეროში ჯობს ილაპარაკო იმაზე, როგორი გეგმები გაქვს მომავლისთვის, რა პერსპექტივები არსებობს რეგიონისთვის, მსოფლიოსთვის, საქართველო რას აპირებს და როგორ უნდა შეიტანოს წვლილი. ისევე ის პრობლემაა, რომ სამწუხაროდ როგორც ჩანს მთავრობა ვერ გასცდა შიდა კინკლაობის რეჟიმს,“-განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.
ექსპერტების შეფასებებს "რუსთავი 2" ავრცელებს.
მასალის გამოყენების პირობები






