მიუწვდომელი ჯანდაცვა ღარიბი მოსახლეობისთვის და აბსურდული იდეები განათლებაში - ჭიაბერაშვილი პრემიერის გამოსვლას აკრიტიკებს
პოლიტიკა - 17:37, 22 Sep, 2016     3111

გაეროში პრემიერ-მინისტრის რანგში გიორგი კვირიკაშვილის პირველ გამოსვლას ოპონენტების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.

ოპოზიცია აცხადებს, რომ საქართველოს პრემიერი 20 წუთიან სიტყვაში რეალობისგან აცდენილი იყო.

"ნიუპოსტი" პრემიერის გამოსვლის მთავარ გზავნილებზე კომენტარებს მთელი დღეა გთავაზობთ. ამჯერად ყურადღება, საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაზე შევაჩერეთ.

პროგრამას "ნაციონალური მოძრაობა" მწვავედ აკრიტიკებს და ამბობს, რომ მოქმედი სისტემით, ღარიბი მოსახლეობა პრაქტიკულად ვერ სარგებლობს.

მიზეზებზე "ნიუპოსტთან" ვრცელი კომენტარი ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა გააკეთა:
"ქართული ოცნება თავის მიღწევად ასახელებს იმას რომ ჯანდაცვა გახდა საყოველთაო, რაც ყველა სახელმწიფოს მიზანი ისედაც უნდა იყოს, რომ საბოლოო ჯამში ჯანდაცვით უზრუნველყოფა მთელ მოსახლეობას ჰქონდეს, მაგრამ როდესაც ჩვენ დღევანდელ ხელისუფლებას ვაკრიტიკებთ ხაზს ვუსვამთ რამდენიმე გარემოებას: პირველი არის ის, რომ როდესაც ერთი კრიტერიუმით ეხმარები მდიდარსაც და ღარიბსაც - ეს არის ყველაზე უსამართლო სისტემა. მარტივად რომ გითხრათ, თანადაფინანსების წილი გეგმიურ ოპერაციაზე ერთნაირი აქვს როგორც ღარიბს, ასევე მდიდარს, მათ 30 % თავისი ჯიბიდან უნდა დაფარონ. როდესაც ღარიბი ამ თანხასაც ვერ სწვდება და შესაბამისად, ვერ იყენებს სახელმწიფოსგან გამოყოფილ 70 % -საც კი! გამოდის რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ძირითადად მდიდრები სარგებლობენ. შესაბამისად, მსოფლიო ბანკისა და USAID - ის კვლევები აჩვენებს კიდევაც, რომ მოსახლეობის ფინანსური ხელმისაწვდომობა ჯანდაცვაზე გაუარესდა.

მეორე მიზეზი რატომაც "ნაციონალური მოძრაობა" საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას აკრიტიკებს, არის ის რომ პროგრამიდან სადაზღვევო კომპანიები გამოეთიშნენ და ამ თანხების მოხმარება აბსოლუტურად უკონტროლო გახდა, ჯანდაცვის სამინისტრო თანხების მოხმარებას ვერ აკონტროლებს და ყოველწლიურად პროგრამა ასმილიონიანი დეფიციტით სრულდება, რაც უძირო ქვევრის პრინციპია და ამას იმ რთულ ეკონომიკურ პირობებში მყოფი ქვეყანა, როგორიც საქართველოა და მისი ბიუჯეტი ბუნებრივია უსასრულოდ ვერ გაუძლებს.

მესამე და ყველაზე მთავარი კრიტიკა: მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის ჯანდაცვის ხარჯი მედიკამენტის ხარჯებთანაა დაკავშირებული, მედიკამენტის ხარჯს კი საყოველთაო ჯანდაცვა რც ერთი სოციალური ჯგუფისთვის არ ითვალისწინებს. ჩვენი ხელისუფლების პირობებში, როდესაც ჩვენ სოციალურად დაუცველებისთვის და პენსიონერებისთვის ჯანმრთელობის დაზღვევა შემოვიღეთ, იმ პროექტში წამლის კომპონენტი იდო. სამწუხაროდ, ახალმა ხელისუფლებამ ეს კომპონენტი გააუქმა . გაძვირებული ფასების გამო კი წამლის შეძენა ჩვენი მოსახლეობისთვის ყველაზე დიდი ტვირთია. ამიტომ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით თავმოწონება, მარტო იმით, რომ ჯანდაცვის ბიუჯეტი გაიზარდა არ იქნება სწორი, თუ ჩვენ არ დავინახეთ რეალურად რაში იხარჯება ფული. სურათი დღეს ასეთია: ღარიბი მოსახლეობისთვის ფინანსური ხელმისაწვდომობა მკვეთრად გაუარესებულია"- განმარტა "ნიუპოსტთან" საუბრისას ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

უმცირესობის წევრის თქმით, "ნაციონალური მოძრაობას" აქვს კონკრეტული ხედვა, თუ როგორ უნდა გახდეს ჯანდაცვა ხელმისაწვდომი.

"ჩვენ პროგრამაში გვიწერია, რომ ჯანდაცვა მიზნობრივი უნდა გახდეს. პაკეტები უნდა განისაზღვროს ისე, რომ რაც უფრო გაჭირვებულია ადამიანი, სახელმწიფომ მით უფრო სრული დაფარვა უნდა მისცეს. მდიდრებს კი დაუზღვიოს კატასტროფული რისკი. კატასტროფული რისკი ჰქვია იმას, რომ ფინანსურად ადამიანი ვეღარ წვდება მდიდარი ადამიანებისთვის შეიძლება ეს თანხა მაღალი იყოს, ღარიბისთვის კი ეს 10 ლარიდან იწყებოდეს. იმისთვის, რომ ხარჯები ადეკვატურად იყოს მოხმარებული, აუცილებელია სამედიცინო მოდელს დავუბრუნდეთ - ანუ სადაზღვევო კომპანიები ჩაერთვნენ აღნიშნული პროგრამების ადმინისტრირებაში. ასევე ჩვენი პროგრამა საშუალოზე დაბალი შემოსავლების მქონე ადამიანებისთვის მედიკამენტების დაფინანსებას ითვალისწინებს"- თქვა ჭიაბერაშვილმა.

ენმ-ს ლიდერმა კვირიკაშვილის მიერ ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობასთან დაკავშირებულ განცხადებაზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ "ქართულმა ოცნებამ" წინა ხელისუფლების თითქმის ბოლომდე მიყვანილი ყველა პროექტი გააჩერა, და შემდეგ იგივე საქმეს ხელახლა იწყებს, თუმცა იდეას ისაკუთრებს.

"ქართულმა ოცნებამ" ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტი, რომელიც სან-დიეგოს უნივერსიტეტთან ერთად უნდა ამოქმედებულიყო და რომელიც 3 000 სტუდენტზე იყო გათვლილი გააჩერა, დასრულებული შენობა კი გაყიდა. დღეს კი, არჩევნების წინ აცხადებენ აბსურდულ იდეას, რომ ქუთაისში უნდა აშენდეს ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, თან აქ არ არის საუბარი, რომ ამაში მონაწილეობას ჩვენი ამერიკელი მეგობრები მიიღებენ და ასახელებენ 60 000 სტუდენტს - რაც წარმოუდგენელი რიცხვია, იმ ფონზე, როცა საქართველოში სულ 120 000 სტუდენტია, ამ სტუდენტებიდან უდიდესი ნაწილი კი თბილისში იმყოფება. წარმოიდგინეთ რამხელა ტყუილთან გვაქვს საქმე, როცა მთავრობა აცხადებს, რომ ქუთაისის უნივერსიტეტში ის 60 000 სტუდენტს ასწავლის. მსგავსი აბსურდული ტყუილები ამ ხელისუფლებას ტრადიციად ექცა. მას ჰგონია, რომ ამ ციფრებს არავინ ითვლის და არავინ არ იცის რეალობა რა არის. განათლების რეფორმასთან დაკავშირებითაც ზუსტად იმავენაირად მოიქცნენ, რაც გააკეთეს იგივე შემოვლით გზასთან, ლაზიკას პორტის და სხვა პროექტების შემთხვევაში.
განათლებას რაც შეეხება, ჩვენ აქცენტს საშუალო განათლებაზე ვაკეთებთ, აუცილებელია ავწიოთ განათლების ხარისხი, რისი აუცილებელი წინაპირობა მასწავლებელთა ანაზღაურების გაზრდაა, რომ ამ სფეროში მომუშავე ადამიანებმა მეტი დრო დაუთმონ თვით მომზადებას, ტრეინინგებს და სხვა"- თქვა ჭიაბერაშვილმა.

გიორგი კვირიკაშვილი გენერალური ასამბლეის 71-ე სესიაზე 20 წუთიანი მოხსენებით წარდგა. პრემიერმა მოახლოებულ არჩევნებზე, მედია გარემოს თავისუფლებასა და კანონის უზენაესობის განმტკიცების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა.

პრემიერის თქმით, მართლმსაჯულების სისტემა საქართველოში დამოუკიდებელია და პროფესიონალიზმის მაღალი ხარისხით გამოირჩევა.

თავის გამოსვლაში კვირიკაშვილმა საყოველთაო ჯანდაცვისა და განათლების რეფორმაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა:

"ჩვენ გვჭირდება კონკურენტუნარიანი განათლების სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს არა მხოლოდ ქართველი, არამედ უცხოელი სტუდენტების ცოდნის მაღალ ხარისხს.

წელს დაიწყო ორი ახალი კერძო ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობა, რომლის სავარაუდო ღირებულება შეადგენს ერთ მილიარდ ევროს. მალე ჩვენ სტუდენტებს შევთავაზებთ რეგიონში საუკეთესო შესაძლებლობებს.
ჯანმრთელი მოსახლეობა არსებითად მნიშვნელოვანია შემდგომი ზრდისა და განვითარებისთვის.
რამდენიმე წლის წინ ჩვენ წამოვიწყეთ საყოველთაო ჯანდაცვის რევოლუციური პროგრამა. დღეს საქართველოს ყველა მოქალაქის ჯანმრთელობა დაზღვეულია და ასობით ათასი ჩვენი თანამემამულისთვის სამედიცინო მომსახურება პირველად გახდა ხელმისაწვდომი.

გარდა ამისა, ჩვენი მხრიდან ჯანდაცვის სისტემაში ინვესტიციების წახალისების შედეგად, ახალ კერძო საავადმყოფოებში განხორციელდა ასობით მილიონი დოლარის ინვესტიცია.
ტესტირების რეჟიმშია ელექტრონული ფარმაცევტიკის ეროვნული სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს პაციენტებისთვის მედიკამენტების მიწოდების ოპტიმიზაციას.
ჩვენი პარტნიორების დახმარებით შეიქმნა სპეციალური პროგრამები განსაკუთრებით პრობლემატურ დაავადებებთან საბრძოლველად და საქართველო სულ მალე გახდება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელშიც აღმოფხვრილი იქნება C ჰეპატიტი. განსაკუთრებულ მადლობას მოვახსენებთ ამერიკის შეერთებულ შტატებს ამ ინიციატივის ფარგლებში დახმარებისთვის".




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42