ნატოს გენერალურმა მდივანმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს მადლობის წერილი გამოუგზავნა
პოლიტიკა - 16:24, 22 Sep, 2016     1535
ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს 8 სექტემბერს, ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მასპინძლობისთვის მადლობის წერილი გამოუგზავნა.

პატივცემულო თავმჯდომარე,

ნება მომეცით, ვისარგებლო შემთხვევით და ჩრდილოატლანტიკური საბჭოს, ასევე, ჩემი სახელით, მადლობა გადაგიხადოთ ჩვენი საქართველოში ვიზიტის დროს თქვენთან და პარლამენტის წევრების ფართო სპექტრთან შეხვედრის შესაძლებლობისთვის.

ჩვენი დიალოგი კონსტრუქციული და პრაგმატული იყო. მოკავშირეებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმ პროგრესმა, რომელსაც საქართველომ რეფორმების განხორციელების პროცესში მიაღწია და საერთო ეროვნულმა კონსესუსმა საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან დაკავშირებით.

მე ასევე დავინახე საქართველოს დიდი ინტერესი, მონაწილეობა მიიღოს შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხის განხილვაში, მისი შეშფოთება რუსული პროპაგანდის ძალისხმევასთან დაკავშირებით და ნათელი მოლოდინი, რომ მომავალმა არჩევნებმა უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტები დააკმაყოფილოს.

ზოგადად კი, ვიზიტმა საბჭოს მისცა უნიკალური შესაძლებლობა ქვეყანაში განვითარებული მოვლენების და ნატო-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტის იმპლემენტაციასთან დაკავშირებული მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ ინფორმაცია პირველწყაროდან მიეღო.

მოკავშირეები გააგრძელებენ საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, მათ შორის, პარლამენტის საქმიანობაზე დაკვირვებას. ვიმედოვნებ, რომ ჩვენ შევძლებთ საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე დიალოგის გაგრძელებას.

პატივისცემით,

იენს სტოლტენბერგი

ნატოს გენერალური მდივანი"- აღნიშნულია წერილში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42