მისი თქმით, გელაშვილის ცემის საქმეში მხოლოდ 2 ადამიანი იყო, ვინც უშუალოდ ვანო მერაბიშვილს ახსენებდა.
”ირაკლი ოქრუაშვილიც და ნინო ბურჯანაძეც საჯაროდ აცხადებდნენ, რომ არ გაუშვებდნენ შანსს ყოფილ მაღალი თანამდებობის პირებზე შური ეძიათ" - განაცხადა გიორგი ჩივიაშვილმა.
ადვოკატის განცხადებით, ყველაზე მთავარი მისი თქმით, არა ეს განაჩენი, არამედ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლოს ვერდიქტია.
"ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ვანო მერაბიშვილი ცნო როგორც პოლიტიკური პატიმარი. ახლა წინასაარჩევნო პერიოდია. ხელისუფლება, ბუნებრივია, ყველანაირად ცდილობს გადაფაროს ყველაფერი ამგვარი განაჩენებით, ახალი ბრალდებით. ეს არ არის ახალი. 4 წელია გრძელდება და ერთი და იგივე წრეზე ვტრიალებთ, მაგრამ მერწმუნეთ, უახლოეს პერიოდში ხელისუფლება იძულებული იქნება სტრასბურგიდან მიღებული რეკომენდაციის საფუძველზე აღიაროს, რომ ვანო მერაბიშვილის სახით პოლიტიკური პატიმარი ჰყავს”, - განაცხადა გიორგი ჩივიაშვილმა.
კომენტარი გააკეთა კიდევ ერთი მსჯავრდებულის გია სირაძის ადვოკატმა გიორგი კონდახაშვილმაც.
მისი თქმით, სირაძე უდანაშაულოა და ამის დამტკიცებას სააპელაციო სასამართლოში შეეცდებიან.
„გია სირაძის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი ჩვენი შეფასებით არანაირ მტკიცებულებებს არ ეყრდნობა. როგორც ეს ადამიანი განმარტავს მას არავითარი შემხებლობა ამ დანაშაულთან არ აქვს. ჩვენებები, რომლებიც ამხელდა გია სირაძეს დანაშაულის ჩადენაში იმ პირების მიერ იყო მიცემული, ვინც უშუალოდ ჩაიდინა აღნიშნული დანაშაული და რომლებსაც პროკურატურამ გაუფორმა განრიდება. გია სირაძე უდანაშაულოა და მას შემდეგ რაც ჩაგვბარდება დასაბუთებული განაჩენი, გასაჩივრების შემდეგ შევეცდებით მისი უდანაშაულობა დავამტკიცოთ“ - განაცხადა გიორგი კონდახაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






