კახეთის რეგიონის ჟურნალისტებთან შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა არასამთავრობოებზე ისაუბრა. ივანიშვილმა ეკა გიგაურს „პაგონებიანი“ უწოდა.
ივანიშვილის საპასუხოდ კი ეკა გიგაური აცხადებს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში მმართველმა გუნდმა არასწორი მიდგომა შეარჩია განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებისა და ორგანიზაციების მიმართ:
“26 მაისის აქციის პერიოდში „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში“ ვმუშაობდი. შესაბამისად, აქციის შემდგომ ვეძებდით აქციის მონაწილეებს პოლიციის სხვადასხვა განყოფილებებში, ამისთვის არც „პაგონი“ მიმიღია და არც რაიმე პრემია. ვფიქრობ, რომ აქ უფრო მნიშვნელოვანი პრობლემაა, ფაქტობრივად „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, ცდილობს, რომ დისკრედიტაცია მოახდინოს იმ ადამიანებისა და იმ ორგანიზაციის, რომლებსაც მათგან განსხვავებული აზრი გააჩნიათ. ეს ყველაფერი რაღაც პერიოდის განმავლობაში გრძელდება, ეს არის დიდი პრობლემა. არაეთიკურად საუბარი განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებთან ძალიან ცუდია“, - განაცხადა ეკა გიგაურმა „ტვ პირველის“ ეთერში.
მასალის გამოყენების პირობები






