„მრავალპარტიულობას რაც შეეხება, ამის მომხრე ვიყავი ყოველთვის და ვარ დღესაც, მაგრამ პინგ-პონგის თამაშს არ ვაპირებ. ხელს არავის არ ვუშლი, მაგრამ ხელის შეწყობასაც არ ვაპირებ. ვისაც მინდა რომ ხელი შევუწყო, არგუმენტებით ვასაბუთებ. დღეს არ არსებობს „ქართული ოცნების“ ალტერნატივა. რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა, რომ 3-4 პარტიაზე შემეძლოს პარალელურად საუბარი, მაგრამ დღეს რეალობა ასეთია და ამაში ცუდი არაფერი არაა. ნუ შფოთავენ ოპონენტები, რომ მათ გარეშე არაფერი არ გაკეთდება. ისე კარგად გაკეთდება, რომ მზე მაღლა იქნება. ისეთ უხეშ პარალელებს ავლებენ უკვე, რომ გასული არიან ზონიდან. მრავალპარტიულობა არის ძალიან კარგი. მაგრამ იმის გამო, რომ პარლამენტი იყოს მრავალპარტიული და კოალიციური მთავრობა იყოს, თუნდაც ნათელაშვილს შევუძღვეთ, გინდაც „რესპუბლიკელებს“, რომლებმაც ძალიან ცუდი პარტნიორობა აჩვენეს, აგერ მომღერალი მოგვივიდა და ნახეთ, რა ფოკუსებს გვიტარებს პოლიტიკაში, პაატა ბურჭულაძე მყავს მხედველობაში. რახან მრავალპარტიულობის მოსურნეა ივანიშვილი, ამიტომ მოუწოდოს, რომ ესენიც არ არიან ცუდი ბიჭები, ხმა მიეცით და ქვეყანა აყვავდება, სამწუხაროდ, ასე არ არის“, - განაცხადა ივანიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






