"ვაჟა-ფშაველას გამზირზე „ხრუშოვკებს“ მალე ახალი შენობები ჩაანაცვლებს" - ჯაბა სამუშია
პოლიტიკა - 14:15, 22 Sep, 2016     2795
ქალაქი მუდმივად საჭიროებს ურბანულ განახლებას. ვაჟა-ფშაველას გამზირზე მალე ე.წ „ხრუშოვკებს“ ახალი შენობები ჩაანაცვლებს. ამის შესახებ თბილისის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, ჯაბა სამუშიამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სამუშიამ ის ობიექტები დაასახელა, სადაც ამ ეტაპზე სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მისი განცხადებით, თბილისი ცენტრალური ნაწილი მალე ახალ იერსახეს შეიძენს.

“ არის შენობები, რომლებსაც ექსპლუატაციის ვადა უკვე გასული აქვს. გარდა იმისა, რომ ავარიულია, მსგავსი შენობები ქალაქის იერსახესაც ამახინჯებს. დაგეგმილია ვაჟა-ფშაველას გამზირზე ე.წ „ხრუშოვკების“განახლება და ახლით ჩანაცვლება.

ეს სამუშაოები, რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაიწყოს და დასრულდეს, რადგან სახელმწიფოს წლიურად იმ მოსახლეობისთვის ქირის გადახდა, ვისი გასახლებაც მშენებლობის პერიოდში უწევს, დაახლოებით 4 მილიონი ლარი უჯდება“,- განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

მისივე განმარტებით თბილისში 30 ობიექტზე მიმდინარეობს საინჟინრო სამუშაოები, ახალი გეგმის მიხედვით კი დაგეგმილია 56 ავარიული შენობის რეაბილიტაცია.

თბილისს მერიის საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ოპონენტებს ცილისწამებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ დამახინჯებული ინფორმაციის გავრცელება ბიუჯეტის თანხებთან დაკავშირებით კონკრეტულად „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ხდება.

“ნაციონალურმა მოძრაობამ „ მოსახლეობას მიაწოდა ინფორმაცია, რომ ბიუჯეტიდან 10 000 ლარი მოხმარდა მხოლოდ სააკაძის მოედნის რაღაც ნაწილის რეაბილიტაციას, რაც სიცრუეა. ჩვენ გერმანულ კომპანიას დავუკვეთეთ კვლევა აღნიშნული ტერიტორიის 6 ადგილას. კვლევამ უნდა დაგვანახოს თუ რა ტიპის სამუშაოების ჩატარება გახდება საჭირო იმისთვის, რომ შემდგომ მოხდეს მოძრაობის დარეგულირება და საცობების დაუსრულებელი და პრობლემური თემის გადაჭრა. ეს დაჯდა დაახლოებით 83 000 ლარი.

მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ყველაფერი კეთდებოდა კვლევების გარეშე და ფასადურად, რისი მაგალითიც გმირთა მოედანია“, -განაცხადა ჯაბა სამუშიამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მან საქალაქო სამსახურების მუშაობა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ ერთადერთი პრობლემა ბიუჯეტის სიმცირეა.

შეგახსენებთ, რომ თბილისში ე.წ. ხრუშჩოვკების თანამედროვე კორპუსებით ჩანაცვლების საკითხი, ჯერ კიდევ 2014 წელს იდგა ხელისუფლების მხრიდან დღის წესრიგში. შესაბამისი პროექტი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის ირაკლი შიხიაშვილისა და საერთაშორისო სავაჭრო-საინვესტიციო ჰოლდინგის ხელმძღვანელის, სალემჰუმეიდალშამსის შეხვედრაზე იქნა განხილული.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42