"დღეს საშუალო ქართველიც თავისუფლად მოგზაურობს ევროპაში. ხედავენ, როგორ ცხოვრობენ ევროპელები. რა თქმა უნდა, უკმაყოფილოები არიან. ადამიანს ძალიან უჭირს საკუთარი თავის დადანაშაულება, ეს ერთ-ერთი ჩვენი თვისებაა. ძალიან რთულია კაცისთვის ისტორიის ანალიზი, რომ ისტორიულად ვთქვათ ჩვენ რა ეტაპები გავიარეთ, როგორ მოვედით, 25-30 წელი როგორი გვქონდა, ყველაზე იოლია - აი, მთავრობა, კვირიკაშვილი, მაგათი მთავრობა, მაგათი ბრალია, რომ მე ესე ვარ და აი, ნახე იქ რა კარგად არიან. ასე მარტივად თუ გავზომავთ, ჩვენზე უარესადაც ბევრი ცხოვრობს დღეს. ნახეთ, რეგიონში რა ამბავია, რამდენი კონფლიქტია, როგორ ოსტატურად ავერიდეთ ჩვენ ამდენ უბედურებებს, რაც ტრიალებს რეგიონში და რეგიონს გარეთ, ჩვენთან ახლოს.ჩვენ გვქონდა უარესობა და ის, რომ ეკონომიკურად ვერ მოხერხდა 4 წელიწადში და ვერც მოხერხდებოდა თეორიულადაც კი, რომ მოსახლეობის უმრავლესობას პირობები გაუმჯობესებოდა, ეს თავშივე გასაგები იყო. ამაზე ანალიზის გაკეთება უჭირს ხალხს. ვინაა დამნაშავე? - რა თქმა უნდა მთავრობა და მთავრობის დედა, აი ესაა, ასე არ ვარგა“- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. მისი თქმით მიუხედავად ამისა საზოგადოება ნაციონალური მოძრაობის დაბრუნებას არ შეუწყობს ხელს:
„,კრიმინალები გვასწავლიან წესრიგს და გვიკითხავენ მორალს, ესაა ის, რაც ხდებოდა ცხრა წლის განმავლობაში და ისევ ეს უნდათ მოგვახვიონ თავს. არაა ჩვენი საზოგადოება ისეთი გამოთაყვანებული ,რომ რასაც ესენი აკეთებდნენ ცხრა წლის მანძილზე არ იყო რეალობა და არც დღეს მიიღებენ.“- განაცხადა ივანიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






