"ნიუპოსტმა" გამოსვლის ეკონომიკური ნაწილის შეფასება რომან გოცირიძეს სთხოვა. ენმ-ს წევრი აცხადებს, რომ პრემიერი ციფრებით მანიპულირებდა და გაეროს ტრიბუნიდან დეზინფორმაციას ავრცელებდა.
"პრემიერის განცხადება იყო ციფრებით მანიპულირება, ვინაიდან 2012-14 წლებში ცალკე არ ყოფილა კვლევა, მსოფლიო ბანკის კვლევის მიხედვით სიღარიბე შემცირდა 2010-2014 წლის განმავლობაში, აქედან 3 წელი იყო წინა ხელისუფლების პერიოდი და 2 ამ ხელისუფლების. 2015-16 წელს კი საქართველოში სიღარიბემ იმატა და დაუბრუნდა ერთ დონეს, ვინაიდან გაუფასურდა ლარი, ადამიანებს დაეკარგათ ბევრი შემოსავალი, თუნდაც იმის გამო რომ კრედიტების გადახდა მოუწიათ, ნახევარი მილიარდით შემცირდა უცხოეთიდან გადარიცხვები, ეკონომიკის ზრდა იყო დაბალი 3 % -ზე ნაკლები და ამავე დროს ლარის გაუფასურების შედეგად, დაბალი ეკონომიკის ზრდის გამო უამრავი სამუშაო ადგილი დაიკარგა განსაკუთრებით საშუალო და მცირე ბიზნესში. ამიტომ პრემიერის გამოსვლა აცდენილი იყო რეალობას, ეს იყო უცხოეთში, აუდიტორიის წინ თავის მოწონება, რომელსაც საგარეო დეზინფორმაციის ფუნქცია ჰქონდა. ამ განცხადებით ხალხს ვერ მოვატყუებთ, ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ნათლად ჩანს სტატისტიკურ მონაცემებში და ხალხის რეალური მდგომარეობით. დღეს ჩვენ გაცილებით ღარიბები ვართ ვიდრე 4 წლის წინ ვიყავით"- განაცხადა "ნიუპოსტთან" საუბრისას "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა წევრმა, ეკონომისტმა რომან გოცირიძემ.
"ბატონო პრეზიდენტო, საქართველოს პოზიციები ბევრი მიმართულებით განუხრელად უმჯობესდება:1. მსოფლიო ბანკის ანგარიშის თანახმად, რომელიც სულ ახლახან გამოქვეყნდა, 2012-2014 წლებში სიღარიბის დონე საქართველოში 10 პროცენტით შემცირდა. ქვეყნისთვის, რომლის მოსახლეობაც 4 მილიონზე ნაკლებია, ეს დიდი მიღწევაა.
2. 2015 წელს უმუშევრობის დონე კიდევ უფრო დაეცა და მიაღწია ყველაზე დაბალ ნიშნულს ბოლო 12 წელიწადში. ხელფასებისა და ანაზღაურების ოდენობა მნიშვნელოვნად მეტია დღეს, ვიდრე ეს იყო სულ რამდენიმე წლის წინ.
3. მიუხედავად ჩვენ გარშემო მიმდინარე კრიზისისა, საქართველოს ეკონომიკა განაგრძობს ზრდას, ხოლო პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მნიშვნელოვნად გაზრდილია - თითქმის 100 პროცენტით 2012 წელთან შედარებით. ყოველივე ეს კი გამოიხატება უშუალოდ ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში.
დღეს საქართველო მეოთხე ადგილზეა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ბიზნესის წარმოების სიმარტივის კატეგორიაში და მზად არის იქცეს დამწყები ბიზნესისათვის ყველაზე ხელსაყრელი პირობების მქონე ქვეყნად.
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ჯერ არ ყოფილა ამდენი შესაძლებლობა, რომელიც ხელმისაწვდომია ახალი ბიზნესის წამოწყებისა თუ არსებულის განვითარების მსურველი ადამიანებისთვის. მეწარმეობის სულისკვეთების მქონე მოქალაქეებს დღეს წარმატების მეტი შესაძლებლობა აქვთ, ვიდრე ოდესმე.
ჩვენ წამოვიწყეთ რამდენიმე პროექტი, რომლებიც მიზნად ისახავს ინოვაციური იდეების მქონე ადამიანებისთვის, განსაკუთრებით საქართველოში წარმოებითა და ფერმერობით დაინტერესებული პირებისთვის, ინფრასტრუქტურასა და ფინანსებზე წვდომას"- თქვა კვირიკაშვილმა
მასალის გამოყენების პირობები






