საშიში კლანები და მოსყიდული მოსამართლეები - მამუკა ახვედიანი ინფორმაციებს ასაჯაროებს
პოლიტიკა - 14:16, 22 Sep, 2016     2416

თბილისის საქალაქო სასამართლო ყოფილი თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის სარჩელს განიხილავს. ახვლედიანის თანამდებობიდან გათავისუფლებაზე მოსამართლემ მსჯელობა მას შემდეგ დაიწყო, რაც განხილვაზე ჯერ უარი განაცხადა, შემდეგ კი მეორე ინსტანციამ სარჩელი უკან დაუბრუნა. მამუკა ახვლედიანი თანამდებობიდან იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გაათავისუფლა, იგი სასამართლო პროცესს არ ესწრება. ყოფილმა თავმჯდომარემ აღნიშნულ პროცესზე განცხადება სხდომათა დარბაზის გარეთ გააკეთა:

"გაცილებით უარესად არის ვითარება. ჩემი წასვლის შემდეგ მათ აჩვენეს თავისი ძალა, ეს აღარ არის კლანი ეს უფრო დიდი ორგანიზმიაა, ეს არის სირცხვილი. ადამიანები ითხოვენ სამართალს რომელიც ქვეყანაში არ არსებობს. თუ აქამდე კლანები მართავდნენ ვითარებას ახლა ერთი დიდი ორგანიზმია, რომელიც გაცილებით საშიში და გავლენიანია,"- განაცხადა ახვლედიანმა.

ახვლედიანმა ასევე აღნიშნა, რომ მას გააჩნია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოსამართლეები გადაწყვეტილებებს გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ იღებენ:

„დიახ და კონკრეტული ფაქტები არის ცნობილი, კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით. ფაქტის გადაცემის ცერემონიას არ დავსწრებივარ, მაგრამ კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ სხვაგვარად მსგავსი გადაწყვეტილებები ვერ იქნებოდა მიღებული,“-განაცხადა მამუკა ახვლედიანმა.

ახვლედიანი მის ხელთ არსებული ინფორმაციების გასაჯაროებას უახლოეს პერიოდში გეგმავს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42