"გელაშვილის სახე, კადრები გინახავთ, რა ჰქვია ამას, რა ხელისუფლება ჰქვია ამას? რისთვის სცემეს? ოფისი წაართვეს, არ უხდიდნენ ფულს. ისე სცემეს სიკვდილამდე მიიყვანეს, შემთხვევით გადარჩა. გელაშვილის სასამართლო იყო დღეს, თითქოს არაფერი არ მომხდარა. გელაშვილის მსგავსი ფაქტის შემდეგ კრიმინალები საზოგადოებას ჰპირდებიან დეკრიმინალიზაციას. ისინი ამ კრიმინალს მოიტანენ უკან. რის დეკრიმინალიზაცია? თავშივე ცრუობს მელიაც და ხოშტარიაც. როგორ არ რცხვენიათ? რომელი ეკონომიკური დანაშაულებების დეკრიმინალიზაციაზეა საუბარი? კრიმინალურ ხელისუფლებას წარმოადგენდნენ. გელაშვილის მაგალითი იდეალურია. ალბათ იტყვიან არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები, რომლებიც ალბათ "ნაციონალების" წევრები არიან, როგორ გაბედეს და გამოაცხადეს განაჩენი, როდესაც ვალერი გელაშვილი ხაშურში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად კენჭს იყრის.“- განაცხადა ივანიშვილმა.
შეგახსენებთ, დღეს სასამართლოს გელაშვილის საქმეზე განაჩენი გამოიტანა, რომლის მიხედვითაც ბრალდებულს ვანო მერაბიშვილს 6 წელი და 9 თვე, ხოლო ერეკლე კოდიას და გია სირაძეს 9-9 წელი მიესაჯათ.
მასალის გამოყენების პირობები






