ზაზა ვეკუა აცხადებს, რომ პარტიის გენერალურ და აღმასრულებელ მდივნებსაც კი არ ჰქონდათ წარმოდგენა, თუ როგორ ხდებოდა სიის ფორმირება.
ვეკუას ინფორმაციით პარტიაში დარჩენილმა ერთადერთმა თანამდებობის პირმაც კი არ იცოდა, ვინ მოხვდა სიაში. “როდესაც 2 დღით ადრე, სიის ბოლო ფორმირებამდეც კი პოლიტიკური მდივანი განცხადებას აკეთებს, რომ მან არ იცის, თავად იქნება თუ არა სიაში, მაშინ რა ხდება, ვინ ადგენს სიას?! ჩვენთვის, ჩვენი ფრაქციისთვის, ეს მოძრაობა უკვე გუშინდელი დღეა. ვიქნებით კორექტულები და არ ჩავუღრმავდებით ამ თემას. მიზეზი წამოსვლისა უამრავი იყო, რაზეც შეგნებულად არ გვსურს საუბარი”, – განაცხადა ზაზა ვეკუამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
პარტია „ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობა“ ზაზა ვეკუამ, შალვა ობგაიძემ და თამარ ცინცაბაძემ 1 სექტემბერს დატოვეს, რის შემდეგაც თბილისის საკრებულოში ახალი ფრაქცია „დედაქალაქი“ შექმნეს.
მასალის გამოყენების პირობები






