„გუშინ თბილისში ვნახე ნიკა მელიასა და ელენე ხოშტარიას საარჩევნო პლაკატები. ნახეთ, როგორი დახვეწილი აქვთ სიცრუის ტირაჟირება, როგორ ოსტატურად ცრუობენ. მათი დაპირება 45 ათასი სამუშაო ადგილის შექმნაზე გაუგებარია. ასევე ეწერათ საოცრება - მოსახლეობას ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციას პირდებიან. არ მინდა, ნიკა მელიასა და ელენე ხოშტარიაზე რამე ვთქვა, მაგრამ ისინი რომ კრიმინალური პარტიის წევრები არიან, ეს ცხადია. ისინი ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციას პირდებიან საქართველოს მოსახლეობას. ამის შემდეგ უჩნდება აგრესია მოსახლეობას, რომ ენმ-ს წევრები ვერ დაისაჯნენ და მათ პასუხი ვერ აგეს. წარმოიდგინეთ როგორი იყო მაშინდელი ეკონომიკა, როგორ იმართებოდა ბიუჯეტი - ერთი ჯიბიდან; როგორი დამოკიდებულება იყო გნებავთ ფინანსთა სამინისტროს მიმართ; გაიხსენეთ გიგა ბოკერიას სამსახური, 40 მილიონი, 20 მილიონი ნაღდი ფული იყო გატანილი და დარიგებული; ანგარიშები არ ჩანს, სად წავიდა თანხა გაურკვეველ ლობისტებზე. პლაკატებმა, გუშინ რაც ვნახე, ჩემშიც გამოიწვია გარკვეული აგრესია. ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციას პირდება მელია და ხოშტარია საქართველოს საზოგადოებას, რომლებიც მთელი 9 წლის განმავლობაში იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები. მათი ხელმძღვანელები კრიმინალებად აღიარებულები არიან ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურების მიერ, ზოგი ციხეშია და ზოგი ძებნაში. ესენი გამოდიან და დეკრიმინალიზაციაზე საუბრობენ, ეს არის ის, რაც საზოგადოებას აღაშფოთებს“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






