ჩვენ დავუკავშირდით ვალერი გელაშვილს და კომენტარი ვთხოვეთ:
"პროცესი დამთავრდა ისე, როგორც ველოდი - კმაყოფილი ვარ. მიიღეს ის რაც დაიმსახურეს. ამ გადაწყვეტილების შემდეგ დარწმუნებული ვარ რომ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო დაჩქარდება და მალე სააკაშვილსაც ვიხილავ საბრალდებო სკამზე"- განუცხადა "ნიუპოსტს" ვალერი გელაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილს, ვანო მერაბიშვილსა და ერეკლე კოდუას ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე 2014 წელს წარედგინათ.
გამოძიების ინფორმაციით, 2005 წლის 29 ივნისს გაზეთ "რეზონანსში" გამოქვეყნდა საქართველოს პარლამენტის იმჟამინდელი წევრის ვალერი გელაშვილის სტატია სათაურით "ვალერი გელაშვილი თავის სახლს სააკაშვილს დაუთმობს".
სტატიაში ვალერი გელაშვილი გამოთქვამდა უკმაყოფილებას მოქმედი პრეზიდენტის მიმართ, კერძოდ, რომ მას წაართვეს ქონება, რომლის ღირებულებასაც არ უნაზღაურებდნენ. ამავე სტატიაში მან შეურაცხმყოფელი ფორმით ისაუბრა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის პირად ცხოვრებაზე. რის შემდეგაც მიხეილ სააკაშვილმა გელაშვილზე ფიზიკური ანგარიშსწორების ბრძანება გასცა.
ვალერი გელაშვილს თავს 2005 წლის 14 ივლისს დაახლოებით 13 საათზე, თბილისში, მირცხულავას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე დაესხნენ. დაზარალებულის ცნობით, ათამდე სპეცრაზმელმა მისი ავტომობილის ბლოკირება მოახდინა, რის შემდეგაც იარაღის მუქარით ავტომობილიდან გადმოიყვანეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
მძიმედ ნაცემი გელაშვილი წმინდა მიხეილის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ბიზნესმენი შურისძიების მოტივებზე საუბრობდა და ცემის ფაქტს 2005 წლის 29 ივლისს გაზეთ “რეზონანსში“ გამოქვეყნებულ სტატიას უკავშირებდა, სადაც ის ქონების წართმევის გამო, პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვამდა.
ვალერი გელაშვილის მიმართ მომხდარი ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო 2005 წლის 14 ივლისს. 2013 წელს საქმეზე გამოძიების განახლებამდე კი აღნიშნული ფაქტი გაუხსნელი იყო. გელაშვილის საქმეზე 2014 წლის 24 აპრილს პასუხისგებაში მიეცნენ ერეკლე კოდუა და გიორგი სირაძე, მათ მიმართ გამოცხადებულია ძებნა.
მასალის გამოყენების პირობები






