გიგი გიგიაძე ავსტრიის რესპუბლიკის საელჩოს გახსნას დაესწრო
პოლიტიკა - 13:01, 22 Sep, 2016     1142
2016 წლის 22 სექტემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგი გიგიაძემ, ავსტრიის რესპუბლიკის ევროპის, ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს გენერალურ მდივანთან მიხაელ ლინჰარტთან ერთად, მონაწილეობა მიიღო თბილისში ავსტრიის რესპუბლიკის საელჩოს ოფიციალური გახსნის ცერემონიაში.

მისასალმებელ სიტყვაში გიგი გიგიაძემ მადლობა გადაუხადა ავსტრიის რესპუბლიკის მთავრობას საქართველოში საელჩოს გახსნისათვის და იმედი გამოთქვა, რომ ეს კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, ეკონომიკისა და ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით. მინისტრის მოადგილემ ასევე მადლიერება გამოხატა ავსტრიის მიერ საქართველოს ევროპული ინტეგრაციისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერის ისევე, როგორც ავსტრიული მხარის მიერ გაწეული დახმარებისთვის.

2015 წლის ზაფხულში, ავსტრიის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება თბილისში საელჩოს გახსნის თაობაზე. საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დაინიშნა არად ბენკო. 2016 წლის ივლისის ჩათვლით საქართველოს დიპლომატიური დაფარვა აზერბაიჯანში ავსტრიის რესპუბლიკის საელჩოდან ხდებოდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42