დავით დონდუამ ავსტრიის რესპუბლიკის დელეგაცია მიიღო
პოლიტიკა - 12:54, 22 Sep, 2016     1029
2016 წლის 22 სექტემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით დონდუამ ავსტრიის რესპუბლიკის ევროპის,ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს გენერალური მდივანი მიხაელ ლინჰარტი მიიღო.

შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველო-ავსტრიის ორმხრივი თანამშრომლობის დინამიკა, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის და, კერძოდ, ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესის მიმდინარეობა, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, საერთაშორისო ორგანიზაციების და კონკრეტულად ეუთო-ს ფარგლებში შემდგომი თანამშრომლობის ასპექტები 2017 წელს ავსტრიის თავმჯდომარეობის გათვალისწინებით, ასევე მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობები.

მხარეებმა დადებითად შეაფასეს ორ ქვეყანას შორის მთელ რიგ სფეროებში არსებული აქტიური თანამშრომლობის დონე. ამასთან, გამოითქვაიმედი, რომ თბილისში ახლადგახსნილი ავსტრიის რესპუბლიკის საელჩო დამატებით იმპულსებს შესძენს ქართულ-ავსტრიული ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას.

მიხაელ ლინჰარტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ავსტრიის რესპუბლიკის სრული მხარდაჭერა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის კურსისადმი ისევე, როგორც ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ აქტიურად გააგრძელებენ კონსულტაციებს ეუთო-ს ფარგლებში სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებით.

მიხაელ ლინჰარტი საქართველოში ვიზიტით იმყოფება 2017 წელს ავსტრიის ეუთო-ში მომავალი თავმჯდომარეობის კონტექსტში და თბილისში ავსტრიის რესპუბლიკის ოფიციალური გახსნის ცერემონიაში მონაწილეობის მიზნით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42