არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით 2012 წლიდან დღემდე ქართული მედიასივრცე უფრო პლურალისტური გახდა, რასაც სხვადასხვა საერთაშოსრისო რეიტინგებში ცვლილებებიც მიუთითებს. 2015 წლის ზაფხულში საქართველო მთლიანად ციფრულ მაუწყებლობაზე გადავიდა რაც უდაოდ პოზიტიური მოვლენაა ქართული მედია გარემოსთვის. ბოლო ოთხი წლის მანძილზე საქართველოს მაჩვენებელი მედიის თავისუფლების რეიტინგებში გაუმჯობესდა.
2015 წელს მაუწყებელთა სარეკლამო შემოსავლებმა მნიშვნელოვნად იკლო. თუმცა, 2012 წლამდე პერიოდისგან განსხვავებით სახელმწიფო არ ერევა სარეკლამო ბაზარში და ის ნაკლებად მონოპოლიზებულია.
4 წლის განმავლობაში დაიხურა რამდენიმე მაღალრეიტინგული გადაცემა. ამის მიზეზი, გადაცემის წამყვანების ინფორმაციით, მთავრობას და მედია მფლობელებს შორის გარკვეული გარიგება ან მფლობელის პოლიტიკა დასახელდა. საანგარიშო პერიოდში დაფიქსირდა ჟურანლისტების შანტაჟისა და მათზე ზეწოლის ცალკეული ფაქტებიც, რომელთა ეფექტური გამოძიება ხშირ შემთხვევაში არ ხდებოდა. საანგარიშო პერიოდში დადგინდა, რომ ჟურნალისტების შრომითი უფლებების დაცვის მხრივ ქვეყანა კვლავ გამოწვევის წინაშე დგას. მნიშვნელოვანი ფინანსური გამოწვევების წინაშე დგას რეიონული მედია.
საქართველოში მედია გარემოს შეფასებისთვის საკვანძო საკითხად იქცა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის მფლობელობის დავა, რამაც არაერთი კითხვა გააჩინა პროცესის პოლიტიკურ კონტექსტთან დაკავშირებით.
„განსაკუთრებით საყურადღებოა სატელევიზიო სივრცეში მომხდარი ცვლილებები. 2012 წლის შემდეგ ცვლილებები შეეხო როგორც ტელეარხების მფლობელობას, ასევე არხების მთავარ სახეებს, ჟურნალისტებსა და სარედაქციო გუნდებს. 4 წლის განმავლობაში ეტაპობრივად დაიხურა რამდენიმე მაღალრეიტინგული გადაცემა. ამის მიზეზი, გადაცემის წამყვანების ინფორმაციით, მთავრობას და მედია მფლობელებს შორის გარკვეული გარიგება იყო. ზოგ შემთხვევაში მიზეზად ტელეკომპანიის მფლობელის პოლიტიკა დასახელდა. საანგარიშო პერიოდში დაფიქსირდა ჟურანლისტების შანტაჟისა და მათზე ზეწოლის ცალკეული ფაქტებიც, რომელთა ეფექტური გამოძიება ხშირ შემთხვევაში არ ხდებოდა.“- აღნიშნულია ანგარიშში
საანგარიშო პერიოდში ანტიდასავლური მედია საშუალებების გააქტიურება შეიმჩნეოდა. ზოგ შემთხვევაში აღნიშნული მედია საშუალებები გარკვეულ დაფინანსებას საბიუჯეტო ორგანიზაციებისგან იღებდნენ.
მასალის გამოყენების პირობები






