„გაეროს ტრიბუნა უმნიშვნელოვანესია, სადაც ჩვენ შეგვიძლია ჩვენს დღის წესრიგზე, უსაფრთხოების კუთხით არსებულ პრობლემებზე ვისაუბროთ და საერთაშორისო ყურადღება მოვიზიდოთ.
თუმცა ვერ მივაღწევთ მიზანს თუ ჩვენ არ გვექნება ძალიან თანმიმდევრული როგორც შიდა, ასევე საგარეო პოლიტიკა. მაგალითად, ჩვენ თუ ძალიან მწყობრად და აქტიურად არ ვიმუშავეთ ჩვენს პარტნიორებთან ორმხრივად, არ გავაჟღერეთ მესიჯებს უკრაინაზე, რუსეთის საფრთხეებზე, მხოლოდ ერთი გამოსვლა გარეოში რა თქმა უნდა ამას არ უშველის.
ამასთან, თუ ქვეყნის შიგნით ხდება ის რასაც ვხედავთ - საკონსტიტუციო სასამართლოს სრული პარალიზება და პარალელურად გაეროში მართლმსაჯულების სისტების გაუმჯობესებაზე ვისაუბრეთ, ეს უკუეფექტის მომტანი იქნება.“- განაცხადა ხოსტარიამ.
შეგახსენებთ, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის 71-ე სესიაზე გიორგი კვირიკაშვილი სიტყვით გამოვიდა და საქართველოს მთავრობის მიერ დასახული პრიორიტეტების შესახებ ისაუბრა.
მასალის გამოყენების პირობები






