ჩირიკბას გადადგომასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტის პრესსამსახურმაც:
„აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ვიაჩესლავ ჩირიკბამ განაცხადა, რომ ის ვერ ხედავს შესაძლებლობა შექმნილ ვითარებაში მინისტრის რანგში მუშაობა გააგრძელოს და იმედი გამოთქვა, რომ ქვეყნის საგარეო კურსი უცვლელი დარჩება.
ამასთან დაკავშირებით, აუცილებელია აღინიშნოს, რომ მთავარ მიზეზს, რის გამოც ვიაჩესლავ ჩირიკბა აღარ იქნა ხელახლა დანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე, წარმოადგენს მისი უარი, ეხელმძღვანელა აფხაზეთის დელეგაციისთვის დნესტრისპირეთის მოლდავურ რესპუბლიკაში ვიზიტისას. ჩირიკბამ თავისი პოზიცია განმარტა იმით, რომ მოლდავეთის მხრიდან დეპორტაციის შემთხვევაში, მას შესაძლოა ევროპის ქვეყნებში შესვლის პრობლემა შექმნოდა.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკის კურსი, საგარეო საქმეთა მინისტრის გადადგომის მიუხედავად უცვლელი დარჩება, ვინაიდან აფხაზეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის თანახმად, საგარეო პოლიტიკას განსაზღვრავს პრეზიდენტი და არა მინისტრი“ - აღნიშნულია აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






