"ქართული ოცნების“ რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატები კლინიკა „რუსთავში“ ამომრჩევლებს შეხვდნენ
პოლიტიკა - 12:21, 22 Sep, 2016     1380
,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები საარჩევნო კამპანიის ფარგლებში კლინიკა „რუსთავის“ ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს შეხვდნენ.

29-ე ოლქის დეპუტატობის კანდიდატმა პაატა მხეიძემ კლინიკის სამედიცინო პერსონალთან ,,ქართული ოცნების“ ახალი პროგრამის იმ ნაწილზე ისაუბრა, რომელიც ჯანმრთელობის დაცვასა და სოციალურ უზრუნველყოფას ეხება. მისი თქმით, ხელისუფლებამ საფუძველი ჩაუყარა სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობის პრინციპზე დაფუძნებულ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პოლიტიკას, რომელიც მოქალაქეთა ღირსეულ ცხოვრებას და კეთილდღეობას უზრუნველყოფს.

„ქართული ოცნების“ მთავარი მიღწევა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებაა. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, 2013 წლიდან უკვე დაფინანსდა 2,4 მილიონზე მეტი შემთხვევა, რამაც უამრავი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა და ოჯახების გაღარიბების თავიდან აცილება უზრუნველყო. დღესაც, ხარისხიანი და საყოველთაოდ ხელმისაწვდომი ჯანდაცვის სისტემის შენარჩუნება და შემდგომი განვითარება „ქართული ოცნების“ პრიორიტეტად რჩება“,-განაცხადა პაატა მხეიძემ.

30-ე ოლქის დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი ბეგაძემ ყურადღება რუსთავში არსებულ კლინიკებსა და სამედიცინო ცენტრებზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ კლინიკების თანამედროვე, მაღალი ტექნოლოგიებით აღჭურა და სერვისის ხელმისაწვდომობა მისი სამოქმედო გეგმის ნაწილი გახდება.

"რუსთავის სამედიცინო პერსონალი ყოველთვის აკმაყოფილებდა მაღალ სამედიცინო სტანდარტებს, ჩვენ კვალიფიციურ მედიკთა დეფიციტი არასოდეს გვქონია, თვალნათელია, რომ წარმატებით მიმდინარეობს არსებული სამედიცინო დაწესებულებების განახლების პროცესი. ჩვენი პროგრამის პრიორიტეტულ თემად დავისახავ, რომ მაღალი ტექნოლოგიების სერვისი ჩვენს ქალაქში იყოს ხელმისაწვდომი და მედიკოსების შრომა მეტად დაფასებული“, - აღნიშნა გიორგი ბეგაძემ.

რუსთაველ ამომრჩევლებთან შეხვედრები ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს როგორც უბნებზე, ასევე ორგანიზაცია-დაწესებულებებში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42